HR ადმინისტრირების პროცესი მოიცავს სრული ციკლის მართვას – თანამშრომლის დაქირავებიდან მასთან შრომითი ურთიერთობის დასრულებამდე
თანამშრომლებთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების მართვა გარკვეულ რისკებს შეიცავს და ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ამოცანაა კომპანის მენეჯმენტისთვის. აღნიშნული რისკების უგულებელყოფა, არა მხოლოდ ფინანსური ზარალის მიზეზი შეიძლება გახდეს, არამედ შესაძლოა რეპუტაციული რისკის წინაშეც კი დააყენოს კომპანია.
ბოლო პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ აქტიური მონიტორინგის პირობებში HR ადმინისტრაციული პროცესების გამართვა და კანონმდებლობასთან შესაბამისობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
Hr ადმინისტრირების მომსახურება მოიცავს:
კანონმდებლობასთან შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურების/პოლიტიკის შემუშავება.
შრომითი ხელშეკრულებების შაბლონის გადახედვა/შემუშავება (შაბლონი თანხვედრაში იქნება შრომის კოდექსის კონსოლიდირებულ ვერსიასთან, გაიწერება ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა რომელიც შრომის კოდექსით არის დადგენილი).
სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დამტკიცება.
შინაგანაწესი – შეიქმნება/განახლდება შინაგანაწესის შაბლონი, რომელიც დაარეგულირებს შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. შინაგანაწესი შემუშავდება, როგორც შიდა ორგანიზაციული საჭიროებების, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინებით.
შრომითი კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დროის აღრიცხვისა და წარმოების ფორმის შემუშავება.
შვებულებების და ბიულეტინების ფორმისა და რეესტრის შექმნა – სოფტში ასახვა.
დისიპლინალური გადაცდომების (მოხსენებითი ბარათი სიტყვიერი/წერილობითი საყვედური, ჯარიმა) შაბლონის შექმნა.
HR ადმინისტრაციული დოკუმენტების შაბლონის შექმნა/განახლება:
ცნობები;
ბრძანებები;
პოზიციისა და ხელფასის ცვლილების შეთანმხება;
გათავისუფლება.
კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა HR დოკუმენტები.
საჭიროების შემთხვევაში hr სოფტის დანერგვა
ქართულ და საერთაშიროსო ბაზარზე არსებული hr სოფტების მოძიება
თითოეული hr სოფტის ანალიზი, ძლიერი სუსტი მხარეების იდენტიფიცირება
კომპანიის საჭიროებებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე hr სოფტის შერჩევა
HR სოფტის დანერგვის პროცესში ორგანიზაციის სრულყოფილი მხარდაჭერა
შესაბამისი დოკუმენტების, თანამშრომელთა შესახებ საჭირო ინფორმაციების მომზადება და პროგრამაში ასახვა
პროგრამის წარმომადგენელთან კომუნიკაციის წარმოება დანერგვის პროცესში
hiro/Contractor- ის გუნდის მიერ ერთად პირველ ეტაპზე, მოხდება კომპანიაში დანერგილი შრომითი ურთიერთობების შესწავლა, არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და რისკ ფაქტორების განსაზღვრა.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი, კომპანიის დირექტორთან შეთანხმებით ორგანიზაციულ მიზნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
HR ადმინისტრირების გამართული სისტემით უნდა მივაღწიოთ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს:
დავიცვათ როგორც თანამშრომლის, ასევე, კომპანიის ინტერესები და უფლებები;
სრულ შესაბამისობაში მოვიდეთ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
HR ადმინისტირება არის ის საბაზისო და საკვანძო ელემენტი რაზეც უნდა დაშენდეს სხვა HR მიმართულებები.
დაგვიკავშირდით:
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.