HR აუდიტი გულისხმობს ორგანიზაციაში HR პროცესების და პროგრამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესწავლას, დოკუმენტაციის გაცნობის, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და თანამშრომლებთან გასაუბრების გზით.
ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესების გამართულობას გადამწყვეტი როლი აქვს ორგანიზაციის წარმატებული ფუქნციონირებისთბის. ამასთან, აუცილებელია პროცესები მიმდინარეობდეს კანონმდებლობის შესაბამისად და ხელს უწყობდეს ორგანიზაციის შიგნით ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.
რა შედეგები შეიძლება მოიტანოს HR ოპერაციების არასწორად მიმდინარეობამ:
- სამართლებრივი რისკების ზრდა
- გაუმართავი შიდა კომუნიკაცია
- არამიზნობრივი ფინანსური ხარჯი
- მიზნების მიუღწევლობა ან/და ვადაგადაცილებული პროექტები
- უკმაყოფილო თანამშრომელი
- სამუშაოს შესრულების დაბალი ხარისხი
- დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის განსხვავებული მოლოდინები
- რეპუტაციული ზიანი
HR აუდიტის პროცესში ყურადღება იქნება გამახვილებული შემდეგ საკითხებზე:
- თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების ადმინისტრირება და მართვა
- შრომით ურთიერთობებთან და უფლებებთან დაკავშირებული საკითხები
- პერსონალური მონაცემების დაცვა
- სამუშაო პროცედურები
- კორპორატიული კულტურა და შიდა სახელმძღვანელო
- შიდა კომუნიკაცია და თანამშრომლების ინფორმირებულობა
- რეკრუტინგის (თანამშრომელთა შერჩევა და დაქირავება) პროცესი
- ონბორგინგის (თანამშრომელთა ადაპტაცია) პროცესი
- სხვა HR პროექტები და პროგრამები
hiro პარტნიორ ორგანიზაციებს ეხმარება სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შევძლოთ ძლიერიდა სუსტი მხარეების გამოვლენა, ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების შეთავაზება.HR აუდიტისთვის დახარჯული რესურსი მიზერულია იმ რისკებთან და შედეგებთან შედარებით, რომელიც აღნიშნული პროცესების გაუმართაობამ შეიძლება მოუტანოს კომპანიას.
HR აუდიტის ჩატარებით დამვეთი მიიღებს ინფორმაციას რამდენად შესაბამისობაშია ორგანიზაციაში დანერგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) HR პროცესები, კომპანიის მიზნებთან და საჭიროებებთან.
hiro დაგეხმარებათ გახდეთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.
hiro თქვენი hr გუნდი.