გორგია

გორგია

„გორგია“ 1998 წელს დაარსდა და ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა, დღეს კი  სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების კატეგორიაში წამყვანი სავაჭრო ჯგუფია ამიერკავკასიაში.

„გორგია“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო ვაჭრობაში ბაზარზე უპირობო ლიდერია. კომპანიის კორპორაციული გაყიდვების მიმართულება საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია და ამარაგებს მათ შემდეგი მასალებით: სასახურავე მასალები, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების სისტემები, დეკორის პროდუქცია, შპალერი, სამშენებლო მასალები, საღებავები, ინდუსტრიული ტექნიკა, საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ლამინატი, კარები, სააბაზანო მოწყობილობები, სამშენებლო ფხვნილები, განათება და ელექტროობა, და ა.შ. „გორგია დისტრიბუცია“ ამიერკავკასიის მასშტაბით 1700-მდე მაღაზიას ამარაგებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. კომპანიას ასევე აქვს მილების საკუთარი წარმოება. „გორგია“-ში დასაქმებულია 1600-მდე ადამიანი და კიდევ უფრო მეტი პარტნიორ კომპანიებში. „გორგია“ განაგრძობს  ბაზარზე გაფართოებას.

განცხადებები

მომწოდებელი

დან

მდე