ვითიბი ბანკი ჯორჯია

ვითიბი ბანკი ჯორჯია

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი ტრადიციების მქონე ბანკია. ბანკი დღევანდელი ფორმით, მისი წინამორბედი სამი სახელმწიფო კომერციული ბანკის შერწყმის შედეგად, 1995 წელს შეიქმნა. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” 2005 წლიდან საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის “ვითიბის” წევრია. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” უმსხვილესი აქციონერია ღსს ვითიბი ბანკი (VTB Bank) (აქციათა 96.31%).

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” უნივერსალური საბანკო ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე კომერციული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” განაღდებული და გაცხადებული საწესდებო კაპიტალი 148 042 701 ლარს შეადგენს. 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკის მთლიანი აქტივები 540 111 923 ლარს შეადგენს. 2013 წლის 25 ივლისს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB (სტაბილური პროგნოზით) მიანიჭა.

ვითიბი ჯგუფი რუსული წარმოშობის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს სამ კონტინენტზე (ევროპა, აზია, აფრიკა), 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ვითიბი ჯგუფი ფინანსური საქმიანობის მდიდარი ტრადიციებისა და გამოცდილების მატარებელია. საფინანსო ბაზრებს, სადაც იგი წარმოდგენილია, სთავაზობს საცალო და კორპორატიული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს.

ვითიბი ჯგუფს 1000-მდე გაყიდვის წერტილი გააჩნია. Standard & Poor`s და Fitch სარეიტინგო სააგენტოების მიერ ვითიბი ბანკისთვის მინიჭებული საკრედიტო რეიტინგია BBB, Moody`s სააგენტოს მიერ – Baa1.
 

განცხადებები

მომწოდებელი

დან

მდე