ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

დასახელება

ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

მომწოდებელი

Loialté

დან

26 ოქტომბერი

მდე

21 ნოემბერი

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს სტაჟირებას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
 

სტაჟიორის მოვალეობა იქნება გაყიდვების მენეჯერების გუნდის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართულობა, რომელიც მოიცავს:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
  • პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ჩანიშვნა და ვიზიტი, კომპანიის მომსახურებების გაცნობა;
  • კლიენტების ბაზების მოძიება, ფორმირება, დამუშავება და ანალიზი;
  • რეპორტინგი მენეჯმენტთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი: 18 - 25 წელი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება  უპირატესობად.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • დეტალების მიმართ დაკვირვებული.

 

გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: info@loialte.com.ge

სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

ლოიალტეს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!


აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეში“ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. გვინდა გაცნობოთ, რომ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ხსენებულ ვაკანსიაზე გაცხადებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს.

მსგავსი განცხადებები