ბუღალტერი

ბუღალტერი

დასახელება

ბუღალტერი

მომწოდებელი

Loialté

დან

19 ივლისი

მდე

21 აგვისტო

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე"  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • ხელფასის უწყისის წარმოება;
  • ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშების წარმოება.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების ან/და დისტრიბუციის მიმართულებით;
  • საოფისე და საბუღლატრო პროგრამების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@loialte.com.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

ლოიალტეს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!


აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეში“ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. გვინდა გაცნობოთ, რომ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ხსენებულ ვაკანსიაზე გაცხადებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს.

მსგავსი განცხადებები