სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

დასახელება

სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

მომწოდებელი

Loialté

დან

26 ოქტომბერი

მდე

30 ოქტომბერი

Loialté  აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში, თბილისში. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
  • ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება;
  • სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით და ბუღალტრული კურსების -სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბუღალტრო პროგრამის ORIS-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების, Excel და Word-ის ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • IFRS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაწყვეტისა და კომუნიკაციის უნარი.


გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: info@loialte.com.ge
მეილის დანიშნულებაში მიუთითეთ: "სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში"

 

ლოიალტეს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!


აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეში“ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. გვინდა გაცნობოთ, რომ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ხსენებულ ვაკანსიაზე გაცხადებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს.

მსგავსი განცხადებები