იურისტი - ბათუმი
სუპერმარკეტების ქსელი ნაზილბე აცხადებს იურისტის ვაკანსიას ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელშეკრულებების, ბრძანებების, წერილების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა;
- საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში ორგანიზაციის წარმომადგენლობა;
- ხელშეკრულებების, პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის დახარისხება, დაარქივება და მართვა;
- საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი ინტეგრაცია ორგანიზაციის საქმიანობაში;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის სხვა განყოფილებებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში კომპანიის ინტერესების წარმოდგენა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ტიპის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: იურისტი - ბათუმი
გისურვებთ წარმატებებს!