ქოლ-ცენტრის ოპერატორი
„ჩემი წიგნი ‘’ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ჩემი წიგნი სატელეფონო გაყიდვების კომპანიაა , ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა წამყვან გამომცემლობასთან . გაყიდვების სპეციალისტები ნებისმიერი ჟანრით დაიტერესებულ მკითხველს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ლიტერატურის შესახებ ,ხოლო ჩვენი კურიერები ზრუნავენ მომხმარებლებისათვის წიგნების სრულიად უფასო მიწოდებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით . ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა ;
- გამავალი ზარების განხორციელება;
- კლიენტთა მომსახურება : კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაცნობა- გაყიდვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- ქართული ენაზე გამართული მეტყველება;
- უმაღლესი განათლება ; ( სასურველია )
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული ცოდნა და უნარები:
- მოლაპარაკებისა და კონფიდეციალურობის დაცვის უნარი;
- ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში ორიენტირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები : ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (თვის მანძილზე თქვენთვის სასურველი მხოლოდ ორი შაბათი );
სამუშაო გრაფიკი ორცვლიანი : პირველი ცვლა : 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე ;
მეორე ცვლა: 16:00 სთ _დან 22:00 სთ-მდე ;
ანაზღაურება : ბონუსური სისტემით _ 450 - 1800 ლარამდე;
გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან ორკვირიან ანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას.
ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ წინსვლასა და განვითარების შესაძლებლობას ,კომფორტულ სამუშაო გარემოში , მეგობრული და დამხმარე გუნდით.
თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ . მისამართზე : vacancy@chemitsigni.ge მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!