სასტუმროს ადმინისტრატორი - ღამის ცვლა

დასახელება

 სასტუმროს ადმინისტრატორი - ღამის ცვლა

მომწოდებელი

სასტუმრო "რიო"

დან

20 ნოემბერი

მდე

20 დეკემბერი

სასტუმრო "რიო" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
 

  • სამუშო საათები: 18:00-9:00სთ
  • მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქუჩა N1

 

ძირითადი მოთხოვნები:  

  • იყოს პოზიტიური და გააჩნდეს უნარი განაწყოს სტუმარი დადებითად;
  • ჰქონდეს მკაფიო და გამართული მეტყველება;
  • პასუხისმგებლობა, შრომისუნარიანობა, მოწესრიგებულობა;
  • იცოდეს ინგლისური და რუსული ენა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრის მიღება, რეგისტრაცია, განთავსებისა და გაწერის პროცედურის წარმართვა;
  • ჯავშნის გაფორმება, რედაქტირება, ანულირება;
  • ანგარიშსწორება სტუმრებთან საბანკო ბარათითა და ნაღდი ფულით, სალარო აპარატის გამოყენება;
  • ნომრების ზედამხედველობა და შემოწმება სტუმრების წასვლის შემდეგ;
  • გულისყურით მოეკიდოს სტუმრების თხოვნებს;
  • უკმაყოფილო სტუმრის მომსახურების პრობლემის მოგვარება.

 

უნარ-ჩვევები:

  • არაორდინალურ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და უკონფლიქტო ურთიერთობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • თვითკონტროლისა და თვითშეფასების უნარი;
  • საკუთარი სამუშაო დროის ორგანიზებისა და სწორედ დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის უნარი, თავისი საქმიანობის შედეგებზე და აღებული ვალდებულებების წინაშე.

 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: hotelrio777@gmail.com  გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ:სასტუმროს ადმინისტრატორი - ღამის ცვლა.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555434307 593883883


გისურვებთ წარმატებას!