ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერი

დასახელება

ფინანსური მენეჯერი

მომწოდებელი

Loialté

დან

12 ნოემბერი

მდე

12 დეკემბერი

“Loialte Finance” აცხადებს ფინანსური მენეჯერის ვაკანსიას თბილისში

სამუშაო ლოკაცია: კომბინირებული - დისტანციურად, ან სათავო ოფისიდან, გაზაფხულის ქუჩა N6
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მისი შესაბამისობის შეფასება გრძელვადიან გეგმებთან, ბიუჯეტსა და პროგნოზებთან;
  • ყოველთვიური ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
  • ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტის მომზადება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი კორექტირება;
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის დაგეგმვა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის წარმოდგენა ბანკებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
  • ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი და გაუმჯობესება;
  • კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;
  • კომპანიის ზრდასთან დაკავშირებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების მომზადება;
  • ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი კომუნიკაცია სასურველი შედეგის მისაღებად;
  • მიმაგრებული კომპანიის მფლობელებსა და მენეჯერებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
  • ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროცესების ოპტიმიზაცია და შესაბამისი პროცედურების გაწერა;
  • ფინანსური და ბუღალტრული პროგრამების, პროცესების, მიდგომებისა და კონტროლის სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება;
  • ახალი საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური ასპექტების შესაბამისობის კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შესაბამის კანონმდებლობასთან ;
  • საჭირო უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება და ცოდნის გაღრმავება;
  • კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge  გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: ფინანსური მენეჯერი
 

გისურვებთ წარმატებებს!