ფინანსურ დეპარტამენტში სტაჟიორი

ფინანსურ დეპარტამენტში სტაჟიორი

დასახელება

ფინანსურ დეპარტამენტში სტაჟიორი

მომწოდებელი

Loialté

დან

12 ნოემბერი

მდე

11 დეკემბერი

“Loialte Finance” აცხადებს ფინანსურ დეპარტამენტში სტაჟიორის ვაკანსიას თბილისში

სამუშაო ლოკაცია: კომბინირებული - დისტანციურად, ან სათავო ოფისიდან, გაზაფხულის ქუჩა N6
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
 
 

სტაჟიორი დამოუკიდებლად არ შეასრულებს, თუმცა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:

 

  •  კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებ;
  •  კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  •  ყოველთვიური ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
  •  ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტის მომზადება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი კორექტირება; 
  • ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი და გაუმჯობესება;
  •  კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი;
  •  ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროცესების ოპტიმიზაცია და შესაბამისი პროცედურების გაწერა;
  • ახალი საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური ასპექტების შესაბამისობის კონტროლი საერთაშორისოდ
  • აღიარებულ სტანდარტებსა და შესაბამის კანონმდებლობასთან;
  •  კომპლექსურ პროექტებში ფინანსურ ასპექტებზე მუშაობა;
  •  საჭირო უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება და ცოდნის გაღრმავება;
  •  კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  •  აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge  გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
 

გისურვებთ წარმატებებს!