ფინანსური ანალიტიკოსი

ფინანსური ანალიტიკოსი

დასახელება

ფინანსური ანალიტიკოსი

მომწოდებელი

Loialté

დან

12 ნოემბერი

მდე

12 დეკემბერი

“Loialte Finance” აცხადებს ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაო ლოკაცია: კომბინირებული - დისტანციურად, ან სათავო ოფისიდან, გაზაფხულის ქუჩა. N6
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  • ყოველთვიური ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება ზემდგომი პირის მონიტორინგის ქვეშ;
  •  ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტის მომზადება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი კორექტირება ზემდგომი პირის მონიტორინგის ქვეშ;
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის დაგეგმვა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი და გაუმჯობესება;
  • კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი;
  • კლიენტი კომპანიის მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  • ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროცესების ოპტიმიზაცია და შესაბამისი პროცედურების გაწერა ზემდგომი პირის მონიტორინგის ქვეშ;
  • ახალი საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ზემდგომი პირის მონიტორინგის ქვეშ;
  • კომპანიის ფინანსური ასპექტების შესაბამისობის კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შესაბამის კანონმდებლობასთან;
  • კომპლექსურ პროექტებში ფინანსურ ასპექტებზე მუშაობა;
  • საჭირო უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება და ცოდნის გაღრმავება;
  • კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  აუცილებელია გამოცდილება ფინანსური ანალიზის მიმართულებით არანაკლებ 1 წლისა;
  •  აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge  გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: ფინანსური ანალიტიკოსი
 
გისურვებთ წარმატებებს!