კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი - ბათუმი

კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი - ბათუმი

დასახელება

კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი - ბათუმი

მომწოდებელი

ნაზილბე

დან

11 ნოემბერი

მდე

11 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი “ნაზილბე” აცხადებს კომერციული მიმართულების ხელმძღვანელის ვაკანსიას ბათუმში
 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  დაქვემდებარებული განყოფილებების ეფექტური მართვა;
  •  მომწოდებელთა სიის მუმდივი განახლება;
  •  ახალი პროდუქციისა და ალტერნატიული მომწოდებლების მუდმივი კვლევა და მოძიება ბაზარზე;
  •  მომწოდებელთან კონტრაქტის ფორმირებისას მოლაპარაკებებში უშუალო ჩართულობა და საუკეთესო პირობების მოპოვებაზე ზრუნვა;
  •  მუდმივი კომუნიკაცია არსებულ მომწოდებლებთან;
  •  არსებულ მომწოდებლებთან სახელშეკრულებო პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
  •  დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირებული საკითხების ეფექტურად შესრულების კონტროლი;
  •  მინიმალური ნაშთების მუდმივი კონტროლი და ეფექტური ნაშთის უზრუნველყოფა;
  •  სექტორების მიხედვით მომწოდებლების რანგირება და საჭიროების დროს არსებული მომწოდებლების დროული ჩანაცვლებისთვის მათი სარეზერვო ბაზების ფორმირება;
  • მომწოდებლებთან გაფორმებული კონტრაქტის პირობების სტანდარტიზაცია,კომპანისთვის სამიზნე პირობების შემუშავება და სახელშეკრულებო პირობების შესახებ რეგულარულად განახლებული ანგარიშების წარმოების უზრუნველყოფა;
  •  მომწოდებლების ჭრილში კონსოლიდირებულად და ინდივიდუალურად, პროდუქციის სახეობების ან/და ჯგუფების ჭრილში ისეთი აღწერითი სტატისტიკური მონაცემების წარმოება-ანგარიშგების უზრუნველყოფა, როგორიცაა: დინამიკა, ზრდის ტენდენცია, საშუალო მონაცემების და სხვა პარამეტრების გაზომვა;
  •  მომწოდებლების წინაშე კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების რეგულარული მონიტორინგი და კომპანიის ინტერესების ფარგლებში პრევენციული და გამაფრთხილებელი ნიშნების, ლიმიტების, შეზღუდვების მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის რეგულარული რეპორტინგის წარმოება;
  •  სასაქონლო მარაგების უწყვეტად მოწოდების უზრუნველყოფა.
  • საფრთხის შემცველი ნიშნების ადრეული იდენტიფიკაცია და მასზე პრევენციული ზომების გატარება,
  • მენეჯმენტის მიმართ რეპორტინგის პარალელურად;
  •  არასწორი ნაშთების შეკვეთის მუდმივი კონტროლი და პრევენციული ზომების მიღება;
  •   საფასო პოლიტიკის შემუშავება ფასდადებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან კოორდინაციით;
  •  შესყიდვების ფასების მუდმივი კონტროლი და მომწოდებლების მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
  •  კონკურენტ კომპანიებში ფასების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების რეგულარული წარმოების უზრუნველყოფა;
  •  დაქვემდებარებული განყოფილებების დავალებების განრიგის შედგენა, დავალებების შესრულების მონიტორინგი, პროცესის სრულყოფის და ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  •  აუცილებელია კომერციული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  აუცილებელია შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  პრიორიტეტულია Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  •  პრიორიტეტულია მათემატიკური უნარების ქონა;
  •  აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  •  გუნდის მართვის უნარი;
  •  ლიდერობა;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  მოლაპარაკებების მართვის უნარი;
  •  მათემატიკური აზროვნების უნარი;
  •  კეთილსინდისიერება;
  •  დეტალებზე ორიენტირება;
  •  შედეგზე ორიენტირება.

 

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge  გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი -
ბათუმი
 

გისურვებთ წარმატებებს!