დარბაზის მენეჯერი - ბათუმი

დარბაზის მენეჯერი - ბათუმი

დასახელება

დარბაზის მენეჯერი - ბათუმი

მომწოდებელი

ნაზილბე

დან

11 ნოემბერი

მდე

11 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი “ნაზილბე” აცხადებს დარბაზის მენეჯერის ვაკანსიას ბათუმში.

 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის დარბაზში დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შესრულების კონტროლი;
  • ვადაგასული პროდუქციის კონტროლი;
  • ფასმაჩვენებლების შესაბამისობის კონტროლი;
  • ნაშთის კონტროლი;
  • აღწერის პროცესის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ყოველდღიური დავალებების გადანაწილება;
  • საწყობის ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;
  • პროგრამაში მისთვის განკუთვნილ დავალებებზე მუშაობა;
  • კოვიდ რეგულაციებისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია სასურსათო მაღაზიების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.
     

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
 

  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტირება.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge 
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: დარბაზის მენეჯერი - ბათუმი
 
გისურვებთ წარმატებებს!