ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსი - ბათუმი

ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსი - ბათუმი

დასახელება

ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსი - ბათუმი

მომწოდებელი

ნაზილბე

დან

11 ნოემბერი

მდე

11 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი “ნაზილბე” აცხადებს ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსის ვაკანსიას ბათუმში.
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინვენტარიზაციის გუნდის მართვა;
  • ფილიალებში ნაშთების გამართულად მართვისა და რეპორტინგის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების ანალიტიკის წარმოება, გადაცდომების კვლევა და გამომწვევი მიზეზების გამოვლენა;
  • დანაკლისების და ზედმეტობების გამომწვები მიზეზების პრევენციული ზომების შემუშავება;
  • გამოვლენილი ხარვეზებისგან მოსალოდნელი რისკების მიტიგაციის შეთავაზება;
  • შედეგების შემაჯამებელი დასკვნის დოკუმენტის მომზადება და რეკომენდაციის გაცემა;
  • ინვენტარიის პროცესში ჩართულ და პასუხისმგებელ თანამშრომლებთან შეფასების დასკვნის გაზიარება და გამოვლენილი პრობლემების ღია საკითხებიის დასრულება;
  • ჯგუფის დავალებების განრიგის შედგენა, დავალებების შესრულების მონიტორინგი, პროცესის სრულყოფის და ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია მენეჯერული გამოცდილება ინვენტარიზაციის პროცესში;
  • აუცილებელია სასურსათო მაღაზიების სფეროში გამოცდილება ნაშთების მართვაში, აღწერასა და რეპორტინგში;
  • პრიორიტეტულია მათემატიკური უნარების ქონა;
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება.


აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • კეთილსინდისიერება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტირება.


დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge 
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: ინვენტარიზაციის ჯგუფის უფროსი - ბათუმი
 

გისურვებთ წარმატებებს!