საწყობის მენეჯერი - ბათუმი

საწყობის მენეჯერი - ბათუმი

დასახელება

საწყობის მენეჯერი - ბათუმი

მომწოდებელი

ნაზილბე

დან

11 ნოემბერი

მდე

11 დეკემბერი

სუპერმარკეტების ქსელი “ნაზილბე” აცხადებს საწყობის მენეჯერის ვაკანსიას ბათუმში.

 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შესრულების კონტროლი;
  • საწყობის წესრიგისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მიღების პროცესის მართვა;
  • მიმღების მიერ მითვლილი პროდუქციის სისწორის კონტროლი წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით;
  • საწყობში პროდუქციის დასაწყობების პრინციპების დაცვის კონტროლი;
  • პროგრამაში მისთვის განკუთვნილ დავალებებზე მუშაობა;
  • საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • საწყობთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • ნაშთების კონტროლი;
  • გეგმიური აღწერების ჩატარება;
  • კოვიდ რეგულაციებისა და სურსათის უვნებლობის რეკომენდაციების დაცვის უზრუნველყოფა მის განყოფილებაში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია საწყობის მენეჯერის პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია სასურსათო მაღაზიების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება.


აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტირება.


დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: Career@Loialte.com.ge 
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
გისურვებთ წარმატებებს!