გენერალური მენეჯერი

გენერალური მენეჯერი

დასახელება

გენერალური მენეჯერი

მომწოდებელი

loialte HR

დან

17 სექტემბერი

მდე

17 ოქტომბერი

Loialte HR აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
 

  • სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა;
  • სახელფასო შუალედი: 3000-დან 5000 ლარამდე, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • დამატებითი ბენეფიტები: კორპორატიული დაზღვევა, ულიმიტო სასაუბრო დრო, კომპანიის ავტომობილის მომსახურება.
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელში მიმდინარე ბიზნეს პროცესების მართვა;
  • ბაზრის შესწავლა და ბაზარზე ახალი პროდუქტის შეტანის სტრატეგიის დანერგვა;
  • დაქვემდებარებული გუნდისა და ქსელში მომუშავე პერსონალის მართვის სტრატეგიის შემუშავება;
  • მოლაპარაკებების წარმოება საბანკო სექტორთან;
  • ქსელის მართვა თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებით;
  • ბიზნესის განვითარებისთვის ახალი ინიციატივების გენერირება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ან მომიჯნავე მიმართულებებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
  • ბიზნესის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


პიროვნული კომპეტენციები:

  • კონფიდენციალობის დაცვის მაღალი ხარისხი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირება.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.09.2021

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: Career@loialte.com.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: გენერალური მენეჯერი