საოპერაციო რისკების საფუძვლები

საოპერაციო რისკების საფუძვლები

დასახელება

საოპერაციო რისკების საფუძვლები

მომწოდებელი

ერუდიო

დან

24 აგვისტო

მდე

24 ოქტომბერი

ერუდიო გთავაზობთ ტრენინგს - საოპერაციო რისკების საფუძველი!
 

კურსის აღწერა

მოცემული კურსი მიზნად ისახავს მსმენელს გააცნოს საოპერაციო რისკის მართვა, როგორც ერთერთი უმსხვილესი და მნიშვნელოვანი რისკი, რომლის წინაშეც დგას ფინანსური სექტორი. მოდულის მიზანია საოპერაციო რისკების საწყისების განხილვა და აღნიშნული რისკის წარმომავლობის ძირითადი მიზეზების მსმენელისთვის გაცნობა. კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოზე და მის დანერგვაზე. ტრენინგი ასევე განიხილავს საოპერაციო რისკების ძირითად ქვე-კატეგორიებს. კურსის ფარგლებში, მსმენელს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს კიბერ-რისკს, როგორც ფინანსური (და პოტენციურად სხვა) სექტორის წინაშე არსებულ სისტემური რისკის ერთერთ ნაირსახეობას.


ტრენინგს გაუძღვება, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის და ნიუ-იორკის კოლეჯი Excelsior-ის მაგისტრის ხარისხის მქონე ტრენერი დავით პაპუაშვილი. დავითი 2007 წლიდან დღემდე ლექციებს კითხულობს ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), ხოლო 2012 წლიდან იკავებს საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის პოზიციას საქართველოს ეროვნულ ბანკში.


ტრეინინგზე თქვენ:

  • გაეცნობით საოპერაციო რისკის მიდგომებს,საოპერაციო რისკის კლასიფიკაციას და რისკის მართვის სტრატეგიებს;
  • განიხილავთ საოპერაციო რისკისგან დაცვის სამ ხაზს;
  •  გაიგებთ მენეჯმენტის როლს და შიდა კონტროლის მექანიზმებს;
  •  გაანალიზებთ საინფორმაციო უსაფრთხოებისა და კიბერ-რისკის მნიშვნელობას საოპერაციო საქმიანობაში.


ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის;
  • დარგობრივი ექსპერტებისთვის;
  • სახელმწიფო მოხელეებისთვის;
  • საგნით დაინტერესებულ პირთათვის.


დღე 1

 საოპერაციო რისკი: შესავალი:

  • რას წარმოადგენს საოპერაციო რისკი:
    საოპერაციო რისკი: ფართო და ვიწრო მიდგომები
  • საოპერაციო რისკის გამიჯვნა სხვა რისკის კატეგორიებისგან
  • საოპერაციო რისკის ოთხი (4) ძირითადი გამომწვევი მიზეზი:
     პროცესები, ადამიანები, სისტემები, გარეშე ფაქტორები
  • საოპერაციო რისკის საზედამხედველო განმარტება
  • რატომ უნდა ვისწავლოთ საოპერაციო რისკი?
  • მსოფლიოში განვითარებული ბოლო ტენდენციები და რეგულაციები საოპერაციო რისკის კლასიფიკაცია
  • ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მოთხოვნები:
  • ბიზნეს ხაზების კლასიფიკაცია
  • დანაკარგის კლასიფიკაცია
  • რა არის მთლიანი დანაკარგი?
  • ბაზელ 2 და საოპერაციო რისკი
  • კაპიტალის მოთხოვნები საოპერაციო რისკისათვის
  • გამჭვირვალობა

დღე 2

რისკის მართვის სტრატეგიები:

  • საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო
  • ჩარჩოს შემადგენელი კომპონენტები
  • რისკების შეფასება:
    რისკების ანალიზი
    მნიშვნელოვანი კომპონენტები
    რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენა
  • რისკის მართვის სტრატეგია:
    მიტიგაცია/შემცირება, აცილება, გასხვისება
    რისკის დაზღვევა: მორალური საფრთხე თუ გამართლებული არჩევანი?
  • მენეჯმენტის როლი: 
    სამეთვალყურეო საბჭო
    დირექტორატი
    საშუალო მენეჯმენტი
  • დაცვის სამი ხაზი:
    საოპერაციო, რისკების მართვა, დამოუკიდებელი აუდიტი.

დღე 3

შიდა კონტროლის მექანიზმები:

  • შიდა კონტროლის მიზნები
  • დანერგვის მექანიზმები
  • დეტექციური, პრევენციული და კორექციული კონტროლი
  • ოთხი თვალის პრინციპი
  • მოვალეობების გამიჯვნა
  • თაღლითობის პრევენცია
  • შიდა თაღლითობა და ინსაიდერული საფრთხე
  • გარე თაღლითობის მნიშვნელოვანი მაგალითები

საინფორმაციო უსაფრთხოება და კიბერ-რისკი:

  • საინფორმაციო უსაფრთხოების მიდგომები და სტანდარტები
  • საინფორმაციო სისტემების აუდიტი - ძირითადი შემადგენელი კომპონენტები
  • კონფიდენციალობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა
  • კიბერ-რისკი:
    რა არის კიბერ-რისკი?
    კიბერ-რისკი როგორც სისტემური მნიშვნელობის რისკი
    ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები

ორგანიზაციული დეტალები:

ტრენინგის დღეები: 15, 17, 20 სექტემბერი
ტრენინგის საათები: 19:00 - 21:30 სთ 
ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი
ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom
ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის 0%-იანი განვადებით

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
 

რეგისტრაცია