ფარმაცევტი- თბილისი

ფარმაცევტი- თბილისი

დასახელება

ფარმაცევტი- თბილისი

მომწოდებელი

შპს „ფარმაცევტული სახლი +“

დან

19 ივლისი

მდე

14 აგვისტო

ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: 500 – 600 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

 

ძირითადი ფუნქციები:

  •  მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
  •  მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და
  • ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  •  საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
  •  პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •   უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
  •   სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  •   კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  •  კომუნიკაბელური;
  •   ენერგიული, ორგანიზებული;
  •   ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  •   პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •   სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •   პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  •  კორპორატიულ დაზღვევას.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება!
კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

 

გისურვებთ წარმატებას!