სოციალური მედიის მენეჯერი

სოციალური მედიის მენეჯერი

დასახელება

სოციალური მედიის მენეჯერი

მომწოდებელი

Smart Web

დან

08 ივლისი

მდე

25 ივლისი

ციფრულ სააგენტო Smart Web აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

 

თუ სოციალური მედიის მართვა სიამოვნებას განიჭებს და ამავდროულად სიახლეებისა და ახალი გამოწვევების ძიებაში ხარ, ჩვენს მხიარულ და გულთბილ ოჯახში დიდი სიხარულით მიგიღებთ. 

 

გაეცანი  შენს ძირითად  მოვალეობებს:

  • სოციალური მედიის გვერდების მართვა;
  • სოციალური მედიის სტრატეგიის მომზადება კლიენტის სპეციფიკისა და ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით;
  • მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • კონტენტ-კალენდრის მომზადება; 
  • დიზაინერების გუნდთან ერთად მუშაობა;
  • სოციალური მედიის მიმართულებით ტრენდების მოძიება და ბრენდზე მორგება.

 


ცოტა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც გვაქვს:

  • სასურველია, ძირითად სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მაინც გქონდეს.
  • მარკეტინგულ/სარეკლამო/ციფრულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება   ჩაითვლება უპირატესობად.
  • აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოთვლას არ დავიწყებთ, თუ გიყვარს შენი საქმე, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.


მუშაობისა და კრეატიული წვის საათებია - 10:00 - 19:00 (სრული განაკვეთი).


დაინტერესების შემთხვევაში ნუ იყოყმანებ, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: CV@smartweb.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

 გისურვებთ წარმატებას, მთელი გულით