კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება

დასახელება

კიბერუსაფრთხოება

მომწოდებელი

ერუდიო

დან

17 სექტემბერი

მდე

17 ოქტომბერი

ერუდიო გთავაზობთ ტრენინგს: "კიბერუსაფრთხოება"

 

კიბერუსაფრთხოება დღესდღეობით ერთერთი ყველაზე აქტუალური სფეროა, ვინაიდან ყოველდღიურად იმატებს ახალი საფრთხისა და ვირუსის ალბათობა, რაც ორგანიზაციებისთვის არასასურველი და ხშირ შემთხვევაში დამღუპველია. კიბერ დანაშაულის მზარდი სტატისტიკა ძირითადად განპირობებულია კიბერ საკითხებზე საზოგადოების დაბალი ცნობიერებით. ახალი გამოწვევები კომპანიებს უბიძგებს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადონ ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში, რაც კიბერუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მიმართ მოთხოვნის მუდმივ ზრდას განაპირობებს, სპეციალისტებზე მოთხოვნას არსებული ადამიანური რესურსი ვერ პასუხობს. მოთხოვნა იზრდება - პროფესიონალები კი თითქმის არ არიან. 

 

კურსის მიზანია აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა მიეცეთ უკეთ გათვითცნობიერდნენ ციფრულ სამყაროში და კონკრეტულად კი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და შემდგომში ჩამოყალიბდნენ დარგის სპეციალისტებად. იყვნენ კონკურენტუნარიანები ბაზარზე და სასურველი და მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის.

 

კურსი პრაქტიკულია, მიმდინარეობისას ყოველი საკითხი გამყარებული იქნება პრაქტიკული მეთოდოლოგიებისა და ხელსაწყოების გამოყენებით - მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნობრიობით.

 

ტრენინგს გაუძღვება - რეზი ელიზბარაშვილი, ინსტრუქტორი და მკვლევარი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აკადემიური ხარისხი მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკუკტეტზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სერტიფიკატები უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კონფერენციებში წარმატებით მონაწილეობისათვის. მონაწილეობა აქვს მიღებული კიბერ ოლიმპიადების ორგანიზებაში და შესაბამისი ამოცანების შექმნაში კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფთან კოორდინაციით (CERT.GOV.GE). 2018-2019 წლებში ის გახლდათ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციაში (GRENA). 2019 წლიდან იგი მოღვაწეობს საჯარო სექტორში კერძოდ კი, საქართველოს ეროვნულ ბანკში და დღესდღეობით კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. რეზის მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხა საერთაშორისო Bug Bounty და CTF პროგრამებში. მან სხვადასხვა კომპანიას დახმარება გაუწია მნიშვნელოვანი კომპიუტერული მოწყვლადობების აღმოჩენაში და შესაბამისი ჯილდოებიც აქვს მიღებული ისეთი წამყვანი კომპანიებისგან, როგორებიცაა Poloniex, Wallmart, Fortinet, Barracuda, Amazon და სხვა.
 

ვისთვისაა მიზანშეწონილი კურსზე დასწრება:

  • საკითხით დაინტერესებული პირებისთვის
  • IT სფეროს წარმომადგენლებისათვის
     

დღის  წესრიგი:

დღე 1:

  • კიბერუსაფრთხოების გენეალოგია 
  • ოპერაციული სისტემები
  • ეთიკური ჰაკინგი

დღე 2: 

  • შიფრაციის ალგორითმები და მათი როლი კიბერუსაფრთხოებაში
  • ფაილების ავთენტურობა 
  • სტეგანოგრაფია - ფაილების შენიღბვის ხელოვნება და დაშიფრული კომუნიკაცია

დღე 3:

  • ფიშინგის სახეები (ვიშინგი, სმიშინგი და ა.შ.) 
  • როგორ ამოვიცნოთ ფიშინგი 
  • Carding 
  • მავნე ფაილების ამოცნობის მექანიზმები

დღე 4:

  • ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოპოვების მეთოდოლოგია (OSINT) 
  • საძიებო სისტემების დაფარული შესაძლებლობები - Google Dorks 
  • მოწყვლადობების აქტიური და პასიური სკანირება

დღე 5:

  • კიბერჰიგიენა
  • ანონიმურობა - მისი შენარჩუნება და საჭირო ხელსაწყოები
  • Tor ქსელი - ინტერნეტის ე.წ. ბნელი მხარე

დღე 6:

  • შეტევის ვექტორები 
  • მოწყვლადობების ტიპები და მათი შესაძლებლობები
  • SQL ინექცია
  • XSS

დღე 7: 

  • ლოგ ანალიზი 
  • ქსელური ნაკადის ანალიზი 
  • კრიპტოგრაფია

დღე 8: 

  • Metadata ინფორმაცია და ციფრული ფაილებიდან ინფორმაციის ამოღება
  • ტრენერის რეკომენდაციები მსმენელებს 
  • Q/A

ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული ყველა ხელსაწყო თუ მეთოდოლოგია იქნება მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათის და დაუშვებელია მათი გამოყენება მართლსაწინააღმდეგოდ. კიბერდანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით!
 

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დღეები: სექტემბრიდან
  • ტრენინგის დაწყების დრო: 20:00 - 22:30
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom
  • ღირებულება: 690 ლარი

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე