ტრენერი ბუღალტერიის მიმართულებით

ტრენერი ბუღალტერიის მიმართულებით

დასახელება

ტრენერი ბუღალტერიის მიმართულებით

მომწოდებელი

Loialté

დან

08 ივლისი

მდე

24 აგვისტო

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე ბუღალტერიის მიმართულებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  •  დღის წესრიგის, სილაბუსისა და ეფექტური ტრენინგის პროგრამის შექმნა;
  •  ტრენინგის ჩასატარებლად განსხვავებული მეთოდების შემუშავება, რათა საინტერესო და შედეგიანი გახადოს კურსი;
  •  თემატური ქეისების შექმნა/მოძიება და წარდგენა აუდიტორიისთვის საჭიროებისამებრ;
  •  სატრენინგო მოდულების მუდმივ განახლებაზე ზრუნვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
  •  მონაწილეობის მიღება გუნდის ჩამოყალიბების ტექნიკურ ნაწილში;
  •  ჯგუფის წევრების პროგრესის მონიტორინგი და ინდივიდუალური ფიდბექის გაზიარება კურსის ბოლოს.

 

კვალიფიკაცია და უნარები:

  •  გამოცდილება მთავარი ბუღალტრისა და ტრენერის პოზიციაზე;
  •  საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  •  საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  •  სასურველია პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის ფლობა;
  •  საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  •  დაგეგმარების, მართვის, გადაწყვეტილების მიღების, ზედამხედველობა/კონტროლის უნარები;
  •  კომუნიკაციის ეფექტურად განხორციელების უნარი;
  •  ინგლისური ან/და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ფლობა.

 

სამუსაო განაკვეთი - შეთანხმებით.
გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: tamar.meskhidze@hiro.ge 
მეილის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 

გისურვებთ წარმატებას!