ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

დასახელება

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მომწოდებელი

ჩემი წიგნი

დან

02 აპრილი

მდე

02 მაისი

„ჩემი წიგნი ‘’ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ჩემი წიგნი სატელეფონო გაყიდვების კომპანიაა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა წამყვან გამომცემლობასთან. გაყიდვების სპეციალისტები ნებისმიერი ჟანრით დაიტერესებულ მკითხველს აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ლიტერატურის შესახებ, ხოლო ჩვენი კურიერები ზრუნავენ მომხმარებლებისათვის წიგნების სრულიად უფასო მიწოდებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა;
  •  გამავალი ზარების განხორციელება;
  •  კლიენტთა მომსახურება, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაცნობა-გაყიდვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ქართული ენაზე გამართული მეტყველება;
  •  უმაღლესი განათლება;
  •  გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

პიროვნული ცოდნა და უნარები:

  •  პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  •  ეფექტური გაყიდვების წარმოიების უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  სტრესულ სიტუაციაში ორიენტირების უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
  •  სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე;
  •  ანაზღაურება: ბონუსური სისტემით, 450 ლარიდან 1500 ლარამდე.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ .მისამართზე: vacancy@chemitsigni.ge მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!