სტაჟირება საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში

სტაჟირება საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში

დასახელება

სტაჟირება საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში

მომწოდებელი

Loialté

დან

24 მარტი

მდე

24 აპრილი

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის დამუშავება;
  • საგადასახადო აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე არსებული დარღვევების განსაზღვრა;
  • აუდიტის დასკვნის მომზადება და განხილვა პასუხისმგებელ პირებთან;
  • შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; განიხილება, ასევე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
  • საბუღალტრო პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების Excel-ისა და Word-ის ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბიზნეს სამართლის საბაზისო ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: info@loialte.com.ge მეილის დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელები (სტაჟირება საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში) წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!