საბანკო სამართალი

საბანკო სამართალი

დასახელება

საბანკო სამართალი

მომწოდებელი

ერუდიო

დან

30 მარტი

მდე

17 აპრილი

ერუდიო გთავაზობთ ტრენინგს "საბანკო სამართალი".

 

საბანკო სამართალი კერძო/საჯარო (აღნიშნული განპირობებულია საბანკო სამართლის ჰიბრიდული ბუნებით) სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვედარგია, რომელიც ქართულ სამართლებრივ რეალობაში განვითარებისა და ფორმირების ახალ ეტაპებს გადის. საბანკო სამართალი ახალი ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი იყოფა საჯარო და კერძო საბანკო სამართლის ნაწილებად.

 

საბანკო სამართლის კურსის მიზანია მსმენელს მისცეს ფართო თეორიული ცოდნა საბანკო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი რეგულირების შესახებ, ასევე, საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ძირითადი ნორმატიული აქტების შესახებ. ამასთან, მსმენელს გააცნოს საბანკო სამართლის თანამედროვე გამოწვევები, ძირითადი კონცეფციები და საერთაშორისო მიდგომები. ასევე, მსმენელს გამოუმუშაოს იურიდიული არგუმენტაციის ტექნიკა, სამართლებრივი წერა და ლოგიკა, აგრეთვე, საბანკო სამართლის ნორმების დამოუკიდებელი ანალიზისა და პრაქტიკული გამოყენების უნარი. საბანკო სამართლის კურსის ფარგლებში, თითოეულ შეხვედრას დაეთმობა 120 (ასოცი) აკადემიური წუთი, რომლის დროსაც განხილული იქნება კურსის ორ-ორი სასწავლო თემა.

 

საბანკო სამართლის კურსს გაუძღვება გიორგი ნონიაშვილი - კერძო (ბიზნესის) სამართლის მაგისტრი (LL.M), საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული ლექტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სამართლებრივი მრჩეველი. ამასთან, გიორგი ნონიაშვილს აქვს საბანკო/საფინანსო სამართლის მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. უშუალოდ მისი ინიციატივებით და ხელმძღვანელობით  განხორციელებულა არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროექტი საბანკო/საფინანსო სამართლის სფეროში.

 

საბანკო სამართლის კურსის დასრულების შემდგომ: 

  • მსმენელი იცნობს საბანკო სამართლის ძირითად პრინციპებს, საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ძირითადი ნორმატიული აქტებს, საბანკო სამართლის თანამედროვე გამოწვევებს, ძირითად კონცეფციებს და საერთაშორისო მიდგომებს; 
  • მსმენელს დამოუკიდებლად შეუძლია საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი დავის საგნის გამოკვეთა, სათანადო ნორმატიული საფუძვლებით დასაბუთება, არგუმენტირება და დავის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური სამართლებრივი გზის მოძიება; 
  • მსმენელს განუვითარდება საბანკო სამართლის ნორმების დამოუკიდებელი ანალიზისა და პრაქტიკული გამოყენებისთვის საუკეთესო მიდგომის შერჩევის უნარი.

 

საბანკო სამართლის კურსი განკუთვნილია:

  • საბანკო სამართლის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის;
  • მათ შორის თეორიტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტებისთვის;
  • საფინანსო სექტორში (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები და ა.შ.) დასაქმებული პირებისთვის;
  • ადვოკატებისთვის;
  • მომავალი იურისტებისთვის (სტუდენტებისთვის);
  • საგნით დაინტერესებულ პირთათვის.

 

დღის წესრიგი:

პირველი შეხვედრა
ზოგადი ინფორმაცია საბანკო სამართლის კურსის შესახებ:

  • საბანკო სამართლის ცნება;
  • საბანკო სამართლის სისტემა; 
  • საბანკო სამართლის წყაროები;
  • საბანკო სამართლის რეგულირების მეთოდები;
  • და ა.შ.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის ზედამხედველი და მარეგულირებელი ორგანო:

  • საქართველოს ეროვნული/ცენტრალური ბანკი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობა, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება და მისი ფარგლები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები.

 

მე-2 შეხვედრა

კომერციული ბანკები, როგორც საბანკო სამართლის სუბიექტები - კომერციული ბანკების რეგულირებისა და ზედამხედველობის სამართლებრივი ასპექტები:

  • კომერციული ბანკი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი;
  • კომერციული ბანკის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა; 
  • საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების პროცედურები და ლიცენზირების პროცესი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ;
  • ლიცენზიის გაუქმება და კომერციული ბანკის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის და მასში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების და მისი მოქმედების წესი;
  • კომერციული ბანკების მმართველობის ორგანოების კომპეტენცია კაპიტალისა და რეზერვების მიმართულებით;
  • კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის სამართლებრივი ასპექტები.

ცალკეული საბანკო ოპერაციების სამართლებრივი რეგულირება:

  • გადახდის ოპერაციის შესრულების წესი; 
  • საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის ოპერაციები;
  • და ა.შ.

 

მე-3 შეხვედრა

არასაკრედიტო პროდუქტების, უპირატესად დეპოზიტების (ანაბრების) სამართლებრივი რეგულირების სტანდარტები:

  • არასაკრედიტო ხასიათის პროდუქტები;
  • დეპოზიტის (ანაბრის) ხელშეკრულების არსი;
  • დეპოზიტის (ანაბრის) ხელშეკრულების ცალკეული სახეები;
  • სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და ამოცანები დეპოზიტებთან (ანაბრებთან) დაკავშირებით. 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის (CP) გარანტიები ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას:

  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება მომხმარებლებისათვის საფინანსო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდებისას;
  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას;
  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებისათვის სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გამჟღავნების შესახებ;
  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას – ხელშეკრულების თავსართი;
  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას – ხელშეკრულებაში სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაცია;
  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შემდეგ;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის ეთიკის კოდექსი;
  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლების პრეტენზიების განხილვასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით.
  • და სხვა.

 

მე-4 შეხვედრა

ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების („FinTech Law“) რეგულირების მექანიზმები:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიის დანიშნულება;
  • საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგისტრაცია და ზედამხედველობა;
  • მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვა;
  • და სხვა.

კომერციული ბანკების მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები;
  • ინფორმაციის აღრიცხვა, უსაფრთხოება და შენახვის ვადა;
  • და სხვა.

 

მე-5 შეხვედრა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების (PS/PSP) სამართლებრივი რეგულირება

(საბანკო სამართლის კურსის შეჯამება / დისკუსია)

  • საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები;
  • საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია;
  • საგადახდო მომსაუხრების პროვაიდერის რეგისტრაციის ად არეგულირების სტანდარტები;
  • და სხვა.
  • კურსის შეჯამება და მსემენელების შთაბეჭდილებების გაზიარება.

 

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის ჩატარების დრო: აპრილი;
  • ტრენინგის დაწყების დრო: 19:00 - 21:00 საათი;
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom;
  • ღირებულება: 450 ლარი 550-ის ნაცვლად
  • კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი

 

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

გისურვებთ წარმატებას!