საკრედიტო ადმინისტრატორი

საკრედიტო ადმინისტრატორი

დასახელება

საკრედიტო ადმინისტრატორი

მომწოდებელი

კომპანია

დან

27 ნოემბერი

მდე

09 დეკემბერი

საქართველოს ბაზარზე არსებული ერთ-ერთი წარმატებული კომპანია აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ.
  • ანაზღაურება: 500 ლარი (NET).

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირება და შემოწმება;
  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, კანონმდებლობასთან და ბანკის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;
  • საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების ოქმთან ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისობის კონტროლი;
  • იურიდიული სამსახურისგან დოკუმენტაციის სისწორეზე შესაბამისი ვიზირების მიღება;
  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია;
  • სესხების გაცემა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელება;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან საბანკო-საფინანსო მიმართულებით);
  • გამოცდილება საბანკო/საკრედიტო/სალიზინგო სფეროში;
  • უცხო ენების ცოდნა ინგლისური ან/და რუსული (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად).


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: tako.bendeliani@loialte.com.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!