კოშკურა ამწის ელექტრიკოსი

კოშკურა ამწის ელექტრიკოსი

დასახელება

კოშკურა ამწის ელექტრიკოსი

მომწოდებელი

შპს "ადლი"

დან

23 ოქტომბერი

მდე

26 ოქტომბერი

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება. შპს „ადლი“ არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.


სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას - კოშკურა ამწის ელექტრიკოსის პოზიციაზე.


სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.


ძირითადი მოვალეობები:

  • კოშკურა ამწეების ელექტრომოწყობილობის მონტაჟი, მათი შემოწმება და შეკეთება;
  • სხვადასხვა ელექტრული სამონტაჟო სამუშაოების შესრულება სამშენებლო ობიექტებზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო არის სტაბილური, მაღალანაზღაურებადი, სამედიცინო დაზღვევითა და სხვადასხვა ბენეფიტებით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ელექტრიკოსი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 11 90 29.


გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი, 2020 წ.

 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი
პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

გისურვებთ წარმატებას!