თაღლითობის რისკის შეფასება

თაღლითობის რისკის შეფასება

დასახელება

თაღლითობის რისკის შეფასება

მომწოდებელი

ერუდიო

დან

30 მარტი

მდე

20 აპრილი

ერუდიო გთავაზობთ ტრენინგს: "თაღლითობის რისკის შეფასება".

 

თაღლითობის რისკი საოპერაციო რისკის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.  იმისათვის, რომ მოხდეს თაღლითობის პრევენცია ორგანიზაციაში, ორგანიზაციამ უნდა გაათვითცნობიეროს, რა სახის თაღლითობის რისკის წინაშე შეიძლება დადგეს ის. მოცემული კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს თაღლითობის რისკის შეფასების პროცესი, საოპერაციო რისკების ერთიანი მართვის პროცესის ჭრილში  განიხილოს და აღწეროს თაღლითობის რისკის შეფასებისა და პრევენციის გზები. 


კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება თანმდევი თაღლითობის რისკის შეფასებაზე, პრევენციული, აღმოჩენითი და მაკორექტირებელი კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე და რისკის შემცირების სტრატეგიაზე.


ტრენინგს გაუძღვება ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის და ნიუ-იორკის კოლეჯი Exceisior-ის მაგისტრის ხარისხის მქონე ტრენერი დავით პაპუაშვილი. დავითი 2007 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), ხოლო 2012 წლიდან იკავებს საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის პოზიციას საქართველოს ეროვნულ ბანკში. 

 

 

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრეინინგზე დასწრება:

  •     ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის
  •     დარგობრივი ექსპერტებისთვის
  •     სახელმწიფო მოხელეებისთვის
  •     საგნით დაინტერესებულ პირთათვის


დღე  1

  •     თაღლითობის რისკი: შესავალი
  •     ზოგადი ფაქტები თაღლითობის რისკის შესახებ
  •     თაღლითობის გამომწვევი მიზეზები
  •     გამოყენებული სქემები
  •     თაღლითობის სამკუთხედი
  •     თაღლითობის აღმოჩენა

დღე  2

  •     თაღლითობის რისკის მართვის პროგრამის განვითარება
  •     ღონისძიებები ცნობიერების ასამაღლებლად
  •     კორპორატიული ეთიკა და ორგანიზაციული ღირებულებები
  •     მენეჯმენტის როლი
  •     რისკის მართვის სტრატეგიები
  •     რისკის შემცირება, გასხვისება და მიღება
  •     თანმდევი რისკის შეფასება
  •     გარემოს ანალიზი
  •     რისკის შემცირების მეთოდები

დღე  3

  •     კონტროლის მექანიზმები
  •     თვისებრივი კონტროლები
  •     ადმინისტრაციული
  •     ტექნიკური
  •     ფიზიკური
  •     დროზე დაფუძნებული კონტროლები
  •     პრევენციული
  •     აღმოჩენითი
  •     მაკორექტირებელი
  •     სხვა გასათვალისწინებელი საკთხები

კურსის შეჯამება, სერტიფიკატების გადაცემა და დახურვა

 

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დღეები: 19, 21, 23 აპრილი;
  • ტრენინგის საათები: 19:00 – 21:30 სთ
  • ტრენინგის ღირებულება - 300 ლარი
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

 

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

გისურვებთ წარმატებას!