ექსელის სრული კურსი

ექსელის სრული კურსი

დასახელება

ექსელის სრული კურსი

მომწოდებელი

ერუდიო

დან

27 ნოემბერი

მდე

01 დეკემბერი

ერუდიო გთავაზობთ ტრენინგს: "ექსელის სრული კურსი".

 

ექსელის სრული კურსი დაეხმარება მსმენელს სიღრმისეულად აითვისოს საოფისე კომპიუტერული პროგრამა. იგი მოიცავს სამ დონეს. 

კურსი შედგენილია პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, რაც დაგეხმარებათ მიღებული ცოდნა ეფექტურად გამოიყენოთ ყოველდღიურ საქმიანობაში. მონაწილეები სრულყოფილად შეისწავლიან, როგორც მონაცემთა ანალიზსა და ფორმატირებას (მარტივი და რთული ფორმულების მეშვეობით), ასევე, შედეგების ვიზუალიზაციას.

ტრენინგს გაუძღვება, სტირლინგის უნივესიტეტის მაგისტრის ხარისხის მქონე ტრენერი ვასილ შენგელია, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში. 2018 წლიდან კი იკავებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ზედამხედველობის განყოფილების უფროსის პოზიციას საქართველოს ეროვნულ ბანკში. 
 

ეს ტრენინგი თქვენთვისაა თუ:

  • გსურთ რაციონალურად წარმართოთ სამუშაო დრო;
  • გსურთ პროცესის ავტომატიზაცია ან ოპტიმიზაცია;
  • ხართ ფინანსურ სექტორში დასაქმებული;
  • გსურთ იყოთ კონკურენტუნარიანი;
  • გსურთ თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია გამოიყენოთ ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • უბრალოდ გსურთ ცოდნის გაღრმავება და ახალი უნარების შეძენა.


ტრენინგი შედგება სამი ეტაპისგან და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

Level 1 

  • შესავალი, ნავიგაცია, ძირითადი ფუნქციები;
  • ფორმატირება, სამუშაო გვერდების მართვა, სვეტების და სტრიქონების მოდიფიკაცია;
  • ფორმულის მნიშვნელობა და გამოყენება, მარტივი და ავტო ფორმულები, ვიზუალის ცვლილება;
  • სიის შექმნა და ფორმატირება, პირობითი ფორმატირება, ცხრილები;
  • ფორმულის დაკავშირება, ჯგუფები და თარიღები.

Level 2

  • Lookup და მონაცემთა დაჯგუფება;
  • პირობითი ლოგიკური და ტექსტური ფორმულები;
  • ცხრილების შექმნა და ფორმატირება;
  • სორტირება, ფილტრი, Subtotal, Pivot tables;
  • ველების დაცვა, ბეჭდვის ოფციები, ინფორმაციის გაერთიანება.

Level 3

  • ჩაშენებული ლოგიკური ფორმულები, ინფორმაციის ფილტრაცია, Name manager;
  • ფინანსური ფორმულები და მოდელების შექმნა;
  • სტატისტიკური ფორმულები, მონაცემთა ვალიდაცია;
  • Goal seek, Scenario manager, solver, Anova;
  • ჰიპერლინკები და Macros შესავალი.

ორგანიზაციული დეტალები

  • ტრენინგის დასაწყისი:  19:00 საათი;
  • ტრენინგის დღეები : 13, 18, 20, 25, 27 ნოემბერი (ოთხშაბათი, პარასკევი);
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 საათი (1 შეხვედრა - 2 საათი);
  • მისამართი: თბილისი;
  • ფასი : Level 1 - 250 ლარი (10 საათი);
                Level 2 - 250 ლარი (10 საათი);
                Level 3 - 250 ლარი (10 საათი).
  • რამდენიმე Level - ის გავლის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება;
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

 

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

გისურვებთ წარმატებას!