საბაჟო პროცედურები და ტვირთის გაფორმების სპეციფიკა

საბაჟო პროცედურები და ტვირთის გაფორმების სპეციფიკა

დასახელება

საბაჟო პროცედურები და ტვირთის გაფორმების სპეციფიკა

მომწოდებელი

ერუდიო

დან

30 მარტი

მდე

22 აპრილი

ერუდიო გთავაზობთ ტრენინგს: "საბაჟო პროცედურები და ტვირთის გაფორმების სპეციფიკა"თბილისში.

 

ტრენინგის მიზანია მსმენელს გააცნოს საბაჟო პროცედურებთან და ტვირთის გაფორმებასთან დაკავშირებული ფორმალობები. კურსის მიმდინარეობისას განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საბაჟო კოდექსი. ასევე განიხილება საქონლის გაფორმებისას შემხვედრი/პრაქტიკულად არსებული სიტუაციები და პრობლემების გადაწყვეტის საკითხები. ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ შესაბამის ცოდნას და შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ საქონლის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები.

 

ტრენინგს გაუძღვება თამარ კილაძე, რომელსაც შემოსავლების სამსახურში საბაჟო სისტემის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მუშაობის შვიდ წლიანი გამოცდილება აქვს. თამარს უშუალო შეხება ჰქონდა საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურებთან და ტრენინგის მსვლელობისას გაგიზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებას.                                    

 

 

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

  • მათთვის ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს  საბაჟო საქმის სპეციალისტის პროფესიით  ლოჯისტიკურ კომპანიებში, საბროკერო კომპანიებში და ა.შ.;
  • კომპანიებისთვის, რომლებიც ახორცილებენ იმპორტსა და ექსპორტს;
  • უკვე დასაქმებული კადრებისთვის, არსებული ცოდნის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით.

 

დღის წესრიგი:

 

დღე 1 - საქონლის შემოტანისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები:

  • საქონლის წარდგენა საბაჟო გამშვებ პუნქტში;
  • საქონლის ზოგადი დეკლარირება;
  • საბაჟო ზედამხედველობა და საბაჟო კონტროლი;
  • საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები;
  • საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის ქვეშ.
  • საბაჟო კონტროლის ზონა

 

2 დღესაქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები:

  • საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე;
  • საქონლის გაფორმება;
  • საბაჟო დეკლარაციის შევსება;
  • სასაქონლო ოპერაციის  განსაზღვრისათვის წარსადგენი დოკუმენტები.

 

3 დღე - სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია:

  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა;
  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ;
  • სასაქონლო ოპერაციების სახეები.                                                                        

 

ორგანიზაციული დეტალები:

  • ტრენინგის დღეები :  აპრილი;
  • ტრენინგის საათები : 19:00 - 22:00 სთ;
  • ტრენინგის ღირებულება: 270 ლარი;
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom;
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

 

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

 

გისურვებთ წარმატებას!