პრაქტიკული ბუღალტერია დამწყებიდან პროფესიონალამდე

პრაქტიკული ბუღალტერია დამწყებიდან პროფესიონალამდე

დასახელება

პრაქტიკული ბუღალტერია დამწყებიდან პროფესიონალამდე

მომწოდებელი

ერუდიო

დან

27 ნოემბერი

მდე

26 დეკემბერი

 

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია “ლოიალტეში” დაგროვებული დიდი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, “ლოიალტეს” საგანმანათლებლო მიმართულება erudio გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიის კურსს თბილისსა და ბათუმში. 

 

კურსის მიზანია  ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესწავლა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სწავლების პერიოდში, კურსის მონაწილეები შეასრულებენ  ბუღალტრულ ოპერაციებს საბუღალტრო პროგრამაში.

 

კურსის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების განხილვას, თუმცა ყოველი შეხვედრის დროს განხილული იქნება თეორიული მასალაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

წარჩინებულ სტუდენტებს ვთავაზობთ “ლოიალტეს” სტაჟირების პროგრამაში ჩართვას, სადაც ისინი კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნობიან ბუღალტრულ აღრიცხვას. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რეალური შანსი ექნებათ დასაქმდნენ “ლოიალტეს” ბუღალტრულ დეპარტამენტში. “ლოიალტე” სწრაფად მზარდი კომპანიაა, შესაბამისად ახალი თანამშრომლების საჭიროება მუდმივად არსებობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ლოიალტე” წარმოდგენილია 2 ფილიალით - თბილისში და რეგიონული ფილიალით ბათუმში, რაც კიდევ უფრო ზრდის დასაქმების შესაძლებლობას. 

 

 

კურსის გავლა მიზანშეწონილია

  • დამწყები ბუღალტრებისთვის
  • მოქმედი ბუღალტრებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
  • მცირე ზომის კომპანიების დამფუძნებლებისთვის და დირექტორებისთვის, რომლებიც თავად აწარმოებენ ბუღალტერიას
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს საკუთარი კარიერა ბუღალტრულ საქმიანობას დაუკავშიროს
     

შენიშვნა: სტარტაპ კომპანიების დამფუძნებლებისა თუ დირექტორებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება - 50%-იანი ფასდაკლება, როგორც აღნიშნულ კურსზე, ისე ერუდიოს ნებისმიერ სხვა ტრენინგზე.

 

 

ტრენერი

კურსს გაუძღვება - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ნათია მარტინენკო. ნათიას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე აქვს 11 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტრული და ფინანსური მიმართულებით სხვადასხვა დარგის წამყვან კომპანიაში. 2013 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.

 

 

კურსი მოიცავს 18 შეხვედრას და მთლიანობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი;
  • ბუღალტრული ბალანსი;
  • აქტივები;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (მარაგის) აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • კაპიტალის აღრიცხვა;
  • დღგ-ის დეკლარაცია;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია;
  • ქონების გადასახადის დეკლარაცია;
  • საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის www.pensions.ge გაცნობა;
  • საწარმოს ფინანსური მდგომარეობის უწყისი (ბალანსი);
  • საწარმოს საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის) უწყისი;
  • საწარმოს ფინანსური ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ;
  • საწარმოს საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;
  • ფინანსური ანგარიშგება, როგორც ფინანსური ანალიზის ძირითადი საინფორმაციო ბაზა.

 

 

დამატებითი ბენეფიტები

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს დამატებით ექნებათ 3 საათის გამოყენების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს კონკრეტული, პრაქტიკული კონსულტაციების მიღებას ტრენერისგან. აღნიშნული ბენეფიტის გამოყენების ვადაა კურსის დასრულებიდან მომდევნო 2 თვე. 

ასევე, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური პირობებით erudios-ს შემდეგ ტრენინგებზე:

  • ექსელის სრული კურსი
  • IFRS
  • საგადასახადო კანონმდებლობა

ასევე, erudio-ს ტრენინგების მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან, 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულის ბუღალტერიის კურსდამთავრებულები ისარგებლებენ 30%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერ ტრენინგზე.

 

 

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დასაწყისი: 11:00 - 13:00;
  • ტრენინგის დღეები: დეკემბრიდან;
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საათი;
  • შეხვედრების რაოდენობა: 18 შეხვედრა (2 საათი);
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: zoom;
  • ღირებულება: 500 ლარი;
     

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

 

 

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

 

გისურვებთ წარმატებას!