ქოფირაითინგი ციფრულ მედიაში

ქოფირაითინგი ციფრულ მედიაში

დასახელება

ქოფირაითინგი ციფრულ მედიაში

მომწოდებელი

ერუდიო

დან

01 აპრილი

მდე

30 აპრილი

ერუდიო  გთავაზობთ ტრენინგს: "ქოფირაითინგი ციფრულ მედიაში".

 

კურსი მოიცავს ქოფირაითინგის მეტად არატრადიციულ, თუმცა საკმაოდ პოპულარულ და ამჟამინდელი ციფრული სამყაროსთვის გამოსაყენებელ ნაწილს: ქოფირაითინგი ციფრული არხებისთვის და სოციალური მედიისთვის.

 

ტრენინგს სააგენტო 4MEDIA-ს კრეატიული დირექტორი გიორგი მდივანი გაუძღვება. გიორგი 5 წელზე მეტია რაც ამ სფეროშია და უმუშავია ციფრული მარკეტინგის მენეჯერის, ქოფირაითერის და სოციალური მედია მენეჯერის პოზიციებზე. ამ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა 50-ზე მეტ ადგილობრივ ბრენდთან.  

 

კურსის  დასრულების შემდეგ, მონაწილეები გაეცნობიან თუ რა გზას გადის „კონტენტის“ შექმნის თითოეული პუნქტი, იდეიდან საბოლოო ვერსიამდე და როგორ აქციონ საკუთარი აზრები ციფრულ პროდუქტად. 

 

სწავლების პროცესი უმეტესად პრაქტიკული სამუშაოებითაა დატვირთული. ტრენინგზე მონაწილეები ციფრული არხებისთვის განკუთვნილი “ქოფის” კონცეფციაზე და პრაქტიკაში გამოსაყენებელი მიდგომების საკვანძო მიმართულებებზე იმუშავებენ.

 

“წამიერი, უცაბედი და უმეტესად სხარტული იდეები მუდმივად აწუხებდნენ ჩემს თავს, ჩემი თავიც თავს არ იწუხებდა მათი მოგერიებით, მაგრამ იმით კი ნამდვილად ვწუხდებოდი ეს იდეები ქარის მოტანილივით რომ ქრებოდა, როცა არაფერს ხმარდებოდა და უმოქმედო რჩებოდა. სწორედ ეს იყო იმის საწყისი, მეკეთებინა ყველაფერი, რომ ამბები უფრო მეტად მომეყოლა ისე, როგორც იყო, როგორც წარმომედგინა - როგორც უფრო უხდებოდნენ ისინი თავიანთ თავს.

 

სოციალური მედია უამრავ საშაუალებას გვაძლევს ჩვენი ინტერპრეტაციებით გადმოვცეთ ამბები განსხვავებულად და მრავალფეროვნად, ვაქციოთ ბრენდი საკომუნიკაციო პროდუქტად და გავავრცელოთ ხალხში” - გიორგი მდივანი. 

 

 

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი: 

 

  • მარკეტინგის სფეროში დასაქმებული პირებისთვის
  • მომავალი ქოფირაითერებისთვის
  • სტუდენტებისთვის; 
  • საკომუნიკაციო სააგენტოში მუშაობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

 

კურსის მიმდინარეობა:

 

დღე 1 - გავიცნოთ ქოფირაითინგი:

  • რა არის ქოფირაითინგი;
  • ქოფირაითინგი ციფრულ სამყაროში;
  • როდის უწევს ქოფის მოფიქრება საშუალო დონის მენეჯერს;
  • ქოფირაითინგისა და რედაქტირების ტექნიკები;
  • სათაურები და სლოგანები;
  • პრაქტიკული დავალება.

 

დღე 2 – Tone of Voice:

  • რა არის Tone of Voice;
  • რა საჭიროა ტონი?
  • ენების განსხვავება პლაფორმების მიხედვით;
  • როგორ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგიული Tone of Voice;
  • მაგალითების განხილვა;
  • პრაქტიკული დავალება.

 

დღე 3 – კონტენტთან ურთიერთობა:

  • როგორ მივცეთ კონტენტს მიმართულება;
  • ნახევარფაბრიკატი იდეები;
  • V.O და Story Board წერის ტექნიკები;
  • ბრიფი - როგორც სახელმძღვანელო;
  • B2C და B2B ქოფი;
  • მაგალითების განხილვა;
  • პრაქტიკული დავალება.

 

დღე 4 – კონტენტის წერა:

  • ქოფი სოციალურ მედიისთვის;
  • Placements & Objectives;
  • ქოფი ვიდეოსთვის;
  • შესრუტული ინფორმაცია და ავტოპილოტი;
  • მაგალითების განხილვა;
  • პრაქტიკული დავალება.

 

დღე 5 – სოციალური მედია: კონტენტი:

  • ტექსტები სოცალურ მედიაში;
  • დამხმარე პლატფორმები;
  • სკამერები და სკანერები;
  • კონტენტის გაშლა;
  • მაგალითების განხილვა;
  • პრაქტიკული დავალება.

 

დღე 6 – ფინალური შეხვედრა:

  • შეჯამება;
  • ბრიფზე მუშაობა;
  • ფინალური პრაქტიკული დავალება.

 

 

ორგანიზაციული დეტალები:

ტრენინგის დღეები : 26, 28, 30 აპრილი - 5, 7, 10 მაისი;
ტრენინგის საათები : 19:00 - 21:30 სთ  ( 15 წუთი coffee break);
ტრენინგის ღირებულება:  290 ლარი.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

 

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

 

გისურვებთ წარმატებას!