გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

დასახელება

გაყიდვების მენეჯერი

მომწოდებელი

New Vision Insurance

დან

02 ნოემბერი

მდე

03 ნოემბერი

სადაზღვევო კომპანია NEW VISION INSURANCE აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული. (სტუდენტზე მორგებული)

ანაზღაურება: ფიქსირებული; საკომისიო; ბინუსები.

 

სამუშაოს აღწერილობა: სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა.

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • დღის განმავლობაში საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
  • პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტი/კონტაქტი;
  • პროდუქტის გაცნობა და მის შესახებ ამომწურავი და სწორი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლისთვის;
  • პროდუქტის გაყიდვა;
  • ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მასალების გავრცელება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება;
  • პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  • ანგარიშის წარდგენა განხორციელებული ვიზიტების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად;
  • ყოველდღიურად უშუალო ხელმძღვანელთან სამუშაო დღის შედეგების წარდგენა;
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

აუცილებელი:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების / სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნულობა:

  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მაღალი მოტივაციის გრძნობა;
  • დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი.

 

 

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

 

*გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

 

**1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge  სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას !