სააღსრულებო წარმოების კურსი

სააღსრულებო წარმოების კურსი

დასახელება

სააღსრულებო წარმოების კურსი

მომწოდებელი

ერუდიო

დან

19 ივნისი

მდე

19 ივლისი

ერუდიო გთავაზობთ ტრენინგს: "სააღსრულებლო წარმოების კურსი".

 

იძულებითი სააღსრულებო წარმოება, ხშირ შემთხვევაში, დარღვეული უფლების აღდგენის ერთადერთი საშუალებაა. სააღსრულებო პროცესის ეფექტურად და კვალიფიციურად წარმართვა უზრუნველყოფს სასურველი სამართლებრივი შედეგის უმოკლეს ვადებში დადგომას. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები სააღსრულებო საკითხებს სათანადო ყურადღებას არ უთობენ, რაც თავის მხრივ გამოუსწორებელ ზიანს იწვევს. მოსალოდნელი რისკების გათვლა, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფა და ეფექტური სააღსრულებო ტაქტიკის ქონა წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

 

“იძულებითი სააღსრულებო წარმოების კურსი” მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღოს სიღრმისეული ცოდნა სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა აღსრულების დაწყება, მოვალეთა რეესტრის სისტემა, აღსრულება უძრავ და მოძრავ ქონებაზე, ამონაგები თანხების განაწილება და ა.შ. მსმენელი ასევე მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას სხვა სააღსრულებო სერვისებთან დაკავშირებით.

 

კურსის მიზანია, პრაქტიკოსმა იურისტებმა, კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა, მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძველზე მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ ეფექტური სააღსრულებო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს კანონმდებლობა, სააღსრულებო და სასამართლო პრაქტიკა, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობები და სხვა საკითხები. კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სააღსრულებო წარმოების პროცესში დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სიღრმისეულად ცვლის იძულებითი სააღსრულებო წარმოების არსებულ მოდელს.

 

კურსს გაუძღვება ვახტანგ ჩხენკელი,რომელსაც გააჩნია იძულებითი სააღსრულებო წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2016 წლებში ის მუშაობდა თბილისის სააღსრულებო ბიუროში, ამჟამად კი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს კომპანიებს სააღსრულებო პროცესსა და ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ საკითხებში.

 

კურსი განსაკუთრებით აქტუალურია კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც მრავალი კომპანია განიცდის ფინანსურ სირთულეს და გაზრდილია შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორად ან მოვალედ ჩართვის რისკი. კურსის მსმენელები მიიღებენ იფორმაციას თუ როგორ დაიცვან თავი იძულებით სააღსრულებო წარმოებაში როგორც სააღსრულებო ისე პრე-იძულებითი ღონისძიებების ეტაპზე.

 

დღის წესრიგი

პირველი შეხვედრა:

  • შესავალი სააღსრულებო წარმოებაში;
  • სააღსრულებო ორგანოები, მათი სტრუქტურა და კომპეტენცია;
  • სააღსრულებო ფურცელი და სხვა აღსასრულებელი აქტები;
  • სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები, მათი უფლებები და მოვალეობები;
  • მოვალეთა რეესტრი.

 

მეორე შეხვედრა:

  • სააღსრულებო წარმოების დაწყება;
  • აღსრულების საფასური და ხარჯი;
  • სასამართლოს მონაწილეობა სააღსრულებო პროცესში;
  • სააღსრულებო წარმოების შეჩერება, შეწყვეტა და სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება;
  • აღსრულება მოძრავ ქონებაზე.

 

მესამე შეხვედრა:

  • აღსრულება უძრავ ქონებაზე;
  • იძულებითი აუქციონი;
  • ამონაგები თანხმების განაწილება.

 

მეოთხე შეხვედრა:

  • აღსრულება სხვა კატეგორიის საქმეებზე;
  • სარჩეულის უზრუნველყოფის აღსრულება;
  • გამარტივებული წარმოება და ფაქტების კონსტატაცია;
  • დაგეგმილი ცვლილებები სააღსრულებო კანონმდებლობაში.

 

მეხუთე შეხვედრა:

  • ფორსმაჟორი სახელშეკრულებო ურთიერთობებში;
  • შეცვლილი გარემოებები და იძულებითი აღსრულება;
  • კრედიტორისა და მოვალის ინტერესების დაცვა ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებისას;
  • სამოქმედო სტრატეგიის მოდელირება.

 

საორგანიზაციო დეტალები:

  • ტრენინგის დღეები: 10, 12, 13, 17, 18 ივლისი;
  • ღირებულება: 190 ლარი;
  • მისამართი: zoom;
  • ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

 

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება;

ტრენინგის ღირებულების 30%-ის გადახდა ხორციელდება  რეგისტრაციის გავლიდან  3 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.