მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტერი

დასახელება

მთავარი ბუღალტერი

მომწოდებელი

Loialté

დან

26 ოქტომბერი

მდე

29 ოქტომბერი

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე, თბილისში.

 

ანაზღაურება: 1500-2500 ლარის დიაპაზონში (ნეტ);

განაკვეთი: სრული;

ვაკანსიის რაოდენობა: 2.

 

ფუნქციები და მოვალეობები - მთავარი ბუღალტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ყოველდღიური საოპერაციო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე, დაქვემდებარებული ოპერატორების ან/და ბუღალტრების შესრულებული სამუშაოს კონტროლი, კერძოდ:

  • ბუღალტრების მიერ დამუშავებული პირველადი დოკუმენტების დამუშავება/მოწესრიგების და ბუღალტრულ პროგრამაში გატარებების სისწორის გადამოწმება;
  • სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოების კონტროლი;
  • დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვის მონიტორინგი;
  • ბუღალტრების საგადასახადო დეკლარაციების/გაანგარიშების მომზადებისა და დროულად გაგზავნის მონიტორინგი;
  • გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული ბუღალტრების საქმიანობის შეფასება;
  • პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, Oris);
  • საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის ფლობა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • დაგეგმარების, მართვის, გადაწყვეტილების მიღების, ზედამხედველობა/კონტროლის უნარები;
  • კომუნიკაციის ეფექტურად განხორციელების უნარი;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ფლობა.

 

გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: info@loialte.com.ge
მეილის დანიშნულებაში მიუთითეთ: "მთავარი ბუღალეტრი" წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

 

ლოიალტეს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!


აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეში“ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. გვინდა გაცნობოთ, რომ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ხსენებულ ვაკანსიაზე გაცხადებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს.