კონსულტანტი - ბათუმი
“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
„გორგია“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
- დარბაზში პროდუქციის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
- გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
- გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე;
- სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა.
პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
- გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: office@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
- შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
- მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
- შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.
გისურვებთ წარმატებებს!