Tesla Motors-ის წარმატების ისტორია

30 მარტი, 2021
გაზიარება

როდესაც 2003 წელს Tesla Motors-ის დამაარსებლები შეიკრიბნენ, მათი მთავარი მიზანი იყო მსოფლიოსათვის დაემტკიცებინათ, რომ ელექტრო მანქანა შესაძლოა უფრო ჩქარი და სასიამოვნოდ სამართავი ყოფილიყო, ვიდრე საწვავზე მომუშავე ავტომობილი ტესლას წარმოება, როგორც კალიფორნიაში, ასევე თავის უზარმაზარ შანხაის ქარხანაში მიმდინარეობს.

ბრენდის მიდგომა დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების ფაქტორებთან მიმართებით განსხვავდება ტრადიციულისგან.

კომპანიის ტოპ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, თითოეულ ქარხანაში თანამშრომლები ყოველდღიურად გადიან სპეციალურ მომზადებას, სანამ საწარმოში შევლენ, რაც ქარხნებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო წარმოებად აქცევს.

ინოვაციური და ენტერპრენიუარული მიდგომების დამსახურებით, ტესლამ 2008 წელს გამოუშვა ელექტრო სედანი - Model S, რომელიც მაშინვე აღიარეს თავისი კლასის საუკეთესო ავტომობილად ყველა კატეგორიაში 2015-ში ტესლა უშვებს სპორტულ და განსაკუთრებულად ჩქარ ელექტრო მანქანას - Model X-ს, რომელმაც 5 ვარსკვლავი მოიპოვა და გახდა თავისი კლასის ყველაზე უსაფრთხო მანქანა დღესდღეისობით, ბრენდის სახელი უკავშირდება, როგორც ელქტრო მანქანებს, ასევე ეკოლოგიური დანიშნულების დანადგარების წარმოებას: როგორებიცაა მეორადი გადამუშავების მანქანები და ა.შ.

ტესლას მიზანია მსოფლიო რაც შეიძლება ჩქარა გადაეწყოს ახალ დღის წესრიგზე და შემცირდეს ნავთობის გამოყენება, რათა მომავალი თაობები უფრო ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ

×
0
0
Tesla Motors-ის წარმატების ისტორია