გაიგე რატომ ხდებიან ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულები წარმატებული HR-ები

15 მარტი, 2021
გაზიარება

ფსიქოლოგია სოციალური მეცნიერებაა, რომელიც ცდილობს შეისწავლოს და გამოიკვლიოს ინდივიდებისა და ჯგუფების მოქმედების მიზეზები. ამავე მეცნიერების კომპეტენციაშია განსაზღვროს, თუ როგორ მოიქცევიან ინდივიდები ან ჯგუფები კონკრეტულ ვითარებაში.
 

მოკლედ რომ ვთქვათ, ფსიქოლოგია ადამიანებზე დაკვირვებით და მათი შესწავლითაა დაკავებული, რაც ადამიანური რესურსების მართვისთვის (HRM) უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. თუ ადამიანური რესურსების მართვას ორგანიზაციულ ჭრილში განვიხილავთ, მივხვდებით, რომ კომპანიის წარმატება მასში დასაქმებული ინდივიდების მუშაობის ეფექტურობასთან, მოტივაციასთან, ლოიალურობასა და სხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
 

აქედან გამომდინარე, მარტივად ვასკვნით, რომ თუ ფსიქოლოგიაში გავერკვევით, იოლი იქნება ვმართოთ პროცესები ისე, რომ მივაღწიოთ ეფექტურ შედეგებს. უამრავი სამეცნიერო სტატია რომ გვერძე გადავდოთ, შეგვიძლია ლოგიკური მსჯელობა იმ ფაქტზე ავაგოთ, რომ ძალიან ბევრი, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტი უარს ამბობს ადამიანური რესურსების (HR) კურსის დამატებაზე და სანაცვლოდ ფსიქოლოგიის კურსს გვთავაზობს. მათი მტკიცებით, ფსიქოლოგია გვაძლევს ღრმა ცოდნას იმაზე, თუ რატომ და როგორ ფიქრობენ და მოქმედებენ ადამიანები. გამოდის, ფსიქოლოგიის შესწავლა საუკეთესო გზაა კადრის ადამიანური რესურსების მართვისთვის მოსამზადებლად.

×
0
0
გაიგე რატომ ხდებიან ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულები წარმატებული HR-ები