DELL inc.-ის წარმატების ისტორია

25 იანვარი, 2021
გაზიარება

წარმატებასა და ენტერპრენუარულ ნიჭზე საუბრისას შეუძლებელია არ გაიხსენო ერთ-ერთი უნიკალური ისტორია, რომელიც DELL inc.-ის დამფუძნებელს მაიკლ დელს უკავშირდება.

ბევრი რომ არ ვისაუბროთ, მაიკლ დელის ბავშვობაზე, მოკლედ მოგახსენებთ, რომ მან საკუთარი იდეებით 12 წლის ასაკში დაიწყო ფულის გამომუშავება, უნივერსიტეტის წლები კი გარდამტეხი აღმოჩნდა მის კარიერაში;

საკუთარი დანაზოგითა და მშობლების მხარდაჭერით, დელმა საკუთარ ავტოფარეხში შექმნა სახელოსნო, სადაც კომპიუტერების აწყობა დაიწყო. ეს გახლდათ სრულიად ინოვაციური შემთხვევა, როდესაც ინდივიდებს შეეძლოთ დაეკვეთათ სასურველი პარამეტრების მქონე კომპიუტერები და მიეღოთ ისინი ხელმისაწვდომ ფასად, 1 წლიანი სერვის გარანტიით;

მოგვიანებით, დელი ტოვებს უნივერსიტეტს და მთლიანად ბიზნესზე ახდენს ორიენტაციას. ის იწყებს დამატებითი ნაწილების გაყიდვას, ანუ კლიენტებს შეუძლიათ მიიტანონ საკუთარი კომპიუტერები მაიკლთან, ის კი მათ გაუძლიერებს მეხსიერების ბარათს, შეუცვლის პროცესორს და ა.შ. სწორედ ამ პერიოდში არქმევს ის საკუთარ კომპანიას "Dell Computer Corporation"-ს;

ამავე პერიოდში, 1992 წელს, დელი ნელნელა იხვეჭს სახელს ამერიკის მასშტაბით, მის კომპანიას 500 წარმატებულ ბიზნესს შორის მოიხსენიებენ, თავად 27 წლის მაიკლს კი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელ დირექტორად ასახელებენ;

1996 წლიდან კომპანიის წარმოებისა და რეალიზაციის მასშტაბები იზრდება, იწყება ონლაინ გაყიდვები და მისი შემოსავალი მილიონობით დოლარს შეადგენს.

დღესდღეისობით, DELL-ის კომპიუტერების შესახებ მსოფლიომ იცის, თუმცა თუ გსურთ თავად შემქმნელის წარმატების ისტორიას უფრო დეტალურად გაეცნოთ, აუცილებლად წაიკითეთ ავტობიოგრაფიული წიგნი " პირდაპირ დელისგან: სტრატეგიები, რომლებმაც ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა".

×
0
0
DELL inc.-ის წარმატების ისტორია