
კოკა-კოლას ხსენებისას, პირველი, რაც გვახსენდება დაუვიწყარი გემო და წინასაახალწლოდ შექმნილი ჯადოსნური განწყობაა. სწორედ ამიტომ, გსურს ამ ბრენდის ისტორია მოკლედ მოგიყვეთ.
კოკა-კოლამ დაარსების პირველ წელიწადს მხოლოდ 25 ბოთლი სასმელი გაყიდა, თუმცა, დღესდღეისობით, ყოველდღიურად 1.8 მილიარდ ბოთლს ყიდის;
1977 წელს კოკა-კოლა პირველად ჩამოასხეს 2 ლიტრიან პლასტიკურ ბოთლებში;
1985 წელს კოკა-კოლამ გამოუშვა სასმელი სპეციალურად კოსმოსში გასაგზავნად;
2005 წელს კი გამოვიდა Coca-Cola zero.
გარდა უამრავი საწარმოო ინოვაციისა, კოკა-კოლა ადამიანური რესურსების მართვის თვალსაზრისითაც ბევრ საინტერესო ნაბიჯს დგამს:
- მისი დამსახურებით მსოფლიოს გარშემო 5-მა მილიონმა ქალმა ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა;
- კომპანიაში დღეისთვის 62 600 ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო.