კურსდამთავრებულები

ადამიანის ცხოვებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი სამსახური და სამუშაო გამოცდილებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული მაქსიმალურად სწორად და გააზრებულად იქნას შერჩეული, ახლოს იყოს დასაქმების მაძიებლის პროფესიასთან, ინტერესებთან და სამომავლო მიზნებთან, რაზეც უმეტეს შემთხვევაში  დამოკიდებულია კარიერული გზის განვითარების ტემპი და წარმატება.

სამსახურის ძიება და დაწყება დღის წესრიგში დგება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესში ან სწავლის დასრულებისას,  როცა ადამიანები გადიან ე.წ. შრომის ბაზარზე და ცდილობენ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ არსებულ გარემოში. თვითდამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია ადაპტაციის უნარი სამსახურთან, თანამშრომლებთან, შესასრულებელ საქმესთან და ა.შ.

სასურველი სამსახურის ძიება შესაძლებელია სხვადასხვა არხებით, თუმცა განსხვავებულია ამ არხების წარმატების ალბათობა. რასაკვირველია, დასაქმების მაძიებლისთვის, რომელსაც მიმდინარე სამსახური არ გააჩნია და ეხლა იწყებს ძიებას, მნიშვნელოვანია მოძიება მოახდინოს ყველაზე ეფექტური არხის გამოყენებით, რაც ზრდის მისი, როგორც დამსაქმებლის კონკურენტულობას შრომის ბაზარზე.

ჩვენ ვთვლით, რომ კურსდამთავრებულები თუ ჯერ კიდევ სტუდენტები, რომლებიც სამსახურის მოძეიბას ცდილობენ, წარმოადგენენ ადამიანების ჯგუფს, რომელზეც დამოკიდებულია თუ როგორი იქნება, ჩვენი როგორც ქვეყნის ხვალინდელი დღე, პროფესიონალიზმის ხარისხის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ა.შ. შესაბამისად, ამისთვის ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს მსგავსი ტიპის სამუშაოს მაძიებელთა მხარდაჭერა.

ხშირ შემთხვევაში, პირველი სამსახური  სტაჟირებით იწყება. hiro ქმნის სტაჟირების მაძიებელთა ყველაზე დიდ ბაზას, სადაც გაერთიანებული იქნება, როგორც უმაღლესი სასწავლებლები, ისე პროფესიული კოლეჯები მთელი საქართველოს მასშტაბით. მეორეს მხრივ, ვიღებთ ინფორმაციას პოტენციური დამსაქმებლებისგან სტაჟირების პროგრამებთან დაკავშირებით და ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავად მოიძიონ ჩვენს ბაზაში შესაბამისი კანდიდატები ან ვთავაზობთ ჩვენ მოვახდინოთ შერჩევა და ჩვენი ხედვით შესაბამისი კანდიდატების მოკლე სია მივაწოდოთ მათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული რა თქმა უნდა ზრდის ალბათობას იპოვოთ სწორედ ის საოცნებო დამსაქმებელი და სამსახური, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენთვის.

ატვირთეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია hiro-ზე.

მიჰყევით ბმულს: განათავსე CV

დასაქმდი მარტივად და იყავი წარმატებული!  

hiro წარმოადგენს ლოიალტეს შვილობილ კომპანიას, რომლის ჯგუფშიც ერთიანდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტრენინგ ცენტრი Loialte Prof. სტაჟირების მაძიებელთათვის Loialte Prof.-ის ყველა ტრენინგზე გავრცელდება 50%-მდე ფასდაკლება. გაითვალისწინეთ, რომ პროფესიულ ტრენინგებზე დასწრება ზრდის თვქვენი პროფილის მიმზიდველობას პოტენიური დამსაქმებლისთვის.