Evolution Gaming

Evolution Gaming

ჩვენ შესახებ

Evolution Gaming  შვედური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 14 ქვეყანაში, ლიდერი B2B სერვისის პროვაიდერია 

მისია:
ჩვენი მისიაა, ვიზრუნოთ ჩვენი პარტნიორების წარმატებაზე და საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ მათ საბოლოო მომხმარებლებს. ვიზრუნოთ საუკეთესო გამოცდილების მიღებაზე ნებისმიერი ციფრული პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური ოპერატორებისა და მათი მომხარებლებისათვის. 

ხედვა:
ჩვენი ხედვაა, რომ მუდმივად განვითარებად ბაზარზე, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ლიდერის პოზიცია, როგორც მსოფლიოს ნომერ პირველმა პროვაიდერმა ლაივ კაზინოების მომსახურების სფეროში. 
ჩვენი კულტურა დაფუძნებულია ჩვენს კორპორატიულ ფასეულობებზე და ის ძალიან გამორჩეულია- დინამიური და მუდმივად ახალ შესაძლებლობებზე ორიენტირებული. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელსაც შეუძლია დაიწყოს დიდი ცვლილებები. ჩვენს უზარმაზარ, საერთაშორისო ჯაჭვში ყველა რგოლი ღირებულია, ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული ძალა აქვს და ქმნის ამ ერთობას. 


ჩვენი მთავარი ღირებულებებია: 


ვაკეთოთ სწორად
ხარისხი და სამართლიანობა არის ის, რაზეც დგას ჩვენი საქმიანობა. ჩვენი სანდოობა გადამწყვეტია ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის. ჩვენ მივიღწვით იმისკენ, რომ წარმატებული გავხადოთ ის საზოგადოება, რომელშიც ვოპერირებთ. 
ჩვენ შეურიგებლები ვართ იმ საკითხებთან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი სანდოობა და სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თამაშის ლიდერები ვართ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე და ვსწავლობთ მათზე, ამასთან წვლილი შეგვაქვს იმ საზოგადოების განვითარებაში, სადაც ვმუშაობთ და დასაქმების სტილით გამოვირჩევით. 


ვიყოთ აქტიურები
ჩვენ გვიყვარს გამარჯვება, ჩვენ ვართ ინოვაციურები, გამოწვევების მოყვარული და მუდამ მზად მყოფი ორგანიზაცია, სადაც გვჯერა, რომ ჩვენი მომხმარებლების წარმატება ჩვენი წარმატებაა 
ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, სიახლეებს, ვიგონებთ წარმატების ახალ გზებსა და ვქმნით კონკურენციას. ჩვენ არასდროს ვისვენებთ, რადგან სიცოცხლით სავსე ორგანიზაცია ვართ. 
ჩვენი პარტნიორების ბიზნესს ისე ვექცევით, როგორც ჩვენ საკუთარს - ვეხმარებით განსაზღვრონ და გადაჭრან საკუთარი საჭიროებები, ხშირად მანამ, სანამ თავად გვეტყვიან ამის შესახებ. ყოველთვის ღიმილითა და სიხარულით ვაკეთებთ იმას, რაც ორივე ჩვენგანისათვის უკეთესია.  
საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს ვუყენებთ, რადგან გამარჯვება გვინდა. მეორე ადგილს არც განვიხილავთ. 


ვიმუშაოთ ერთად 
ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაო მრავალფეროვნებას, პატივს ვცემთ ერთმანეთს და გვჯერა ღია და გამჭირვალე დიალოგის.. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით ერთმანეთს
ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით და ჩვენი მრავალფეროვნება მთავარ სიძლიერედ მიგვაჩნია. ჩვენ არ ვუხურავთ კარს სიახლეებს, პირიქით ვეგებებით და ჩვენი კულტურა ერთმანეთზე ზრუნვა და მხარდაჭერაა. 

 

Statements

Provided by

From

To

VIP