Toyota Industries Co. წარმატების ისტორია

18 February, 2021
Share

Toyota Industries Co. 1937 წელს დაარსდა და მისი წარმატების ისტორია მალე 100 წელს აითვლის

 

ბრენდის წარმატების ფორმულად იქცა ფილოსოფია და საკაჩი ტოიოდა, ადამიანი გენიალური იდეებით

 

ავტო ინდუსტრიის წამყვანი ბრენდის დაარსებამდე, ტოიოდა საქსოვი დაზგების შექმნით, მათი განვითარებით და პირველი ავტომატური საქსოვი დაზგის გამოგონებით ხდება ცნობილი

 

 თუმცა 1910-იან წლებში ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობამ ანტერპრენერი საკაჩი ტოიოდა შთააგონა და გახდა მისთვის მთავარი ინსპირაცია, გადასულიყო ავტომობილების ინდუსტრიაში 

 

მოგვიანებით ტოიოდას ავტო ინდუსტრიში გადასვლისას ჩნდება იაპონური ბიზნესის თავისებურება, სადაც მამა იდეებსა და ბიზნესის ყველა აქტივს შვილს უანდერძებს - კიიჩირო ტოიოდას

 

1936 წლიდან იაპონიის ავტოინდუსტრიის პირველი დიდი კომპანია იცვლი სახელს და ხდება "ტოიოტა". ამ სახელის დაწერა იაპონურად კალმის მხოლოდ 8 მოძრაობას მოითხოვს, ეს ციფრი კი იაპონელებისთვის იღბალის და დოვლათის მომტანია

 

1950 წლისთვის ტოიოტას უკვე გადალახული აქვს მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული კრიზისი და საკუთარი ავტომობილები გააქვს: აშშ-ში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთში, ტაივანში, ტაილანდში და ავსტრალიაში... ბრენდი იზრდება და არ წყვეტს განვითარებას...

 

 უკვე მრავალი ათწლეულია მსოფლიოში ტოიოტას მარკის ავტომობილი უსაფრთხოებასთან, კომფორტთან და საიმედოობასთან ასოცირდება

×
0
0
Toyota Industries Co. წარმატების ისტორია