ხშირად დასმული კითხვები

gdfgdfgdfg

 დამკვეთისთვის • Hiro დამკვეთს სთავაზობს: o ვაკანსიების განთავსებას o საგანმანათლებლო პროგრამების განთავსებას o ტენდერების განთავსებას o დასაქმების მაძიებელთა მრავალფეროვან ბაზებთან წვდომას o პორტალზე სარეკლამო სივრცეებით სარგებლობსა, ასევე დამკვეთის შესახებ პორტალზე სპეციალური ინფორმაციის განთავსებას  მაძიებლისთვის • Hiro მაძიებელს სთავაზობს: o ვაკანსიების, ტენდერების, საგანმანათლებლო პროგრამების ყველაზე მსხვილ ბაზას საქართველოში o დასაქმების მაძიებელთა ბაზის ფორმირებას, რომელზე წვდომის შესაძლებლობა აქვთ დამსაქმებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც თავის მხრივ ზრდის სასურველი სამსახური პოვნის ალბათობას.

• Hiro-ს მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. • დამსაქმებელთა უმრავლესობის აზრით, რეგიონებში კადრების მოძიება უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე დედაქალაქში, ამის გამო მნიშვნელოვანი ყურადღები დაეთმობა რეგიონებში hiro-ს მომსახურებების გავრცელებას.

  • პირველ რიგში, აუცილებელია ავტორიზაცია გაირო  www.hiro.ge -ზე

  • შემდეგ დააჭირე - "განათავსე CV" და შეიყვანე ინფორმაცია შენს შესახებ

  • თუ გსურს, რომ ჩამოტვირთო შენი შექმნილი რეზიუმე და გააგზავნო ის სხვადასხვა კომპანიებთან, დააჭირე - "ჩამოტვირთე CV"

  • გაითვალისწინე, რეზიუმეში რაც უფრო მეტ საჭირო ინფორმაციას შეიტან, მით უფრო დაგეხმარება დასაქმებაში

• Hiro არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ და მარტივ გადაწყვეტილებებს დასაქმების, ტრენინგებისა და ტენდერების მიმართულებით. პორტალი, ბაზარზე არსებული ანალოგებისგან განსხვავდება როგორც ტექნიკურად, ისე კონცეპტულურად. • Hiro შეიქმნა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს“ და ვებ დეველოპერული კომპანია „სმარტ ვების“ კოლაბორაციის შედეგად, რაც განაპირობებს პროფესიონალიზმისა და ტექნიკურად მაღალი ხარისხით შერულებული სამუშაოების ერთიანობას. პორტალი მუმდივად განვითარების პროცესშია და მომხმარებელს პერიოდულად შევთავაზებთ ქართული

• Hiro-ს ფუნქციონალი უნიკალური და მრავალფეროვანია და გარდა ბაზარზე არსებული სტანდარტული შემოთავაზებებისა, შესაძლებლობას იძლევა იპოვოთ/განათავსოთ შემდეგი ტიპის განცხადებები: • ინფორმაცია ფრილანსერებზე • ფიზიკური პირების განცხადებები • სტაჟირებების პროგრამები • დასაქმება მოხალისეობრივ საწყისებზე • ჰირო შექმნილია მაღალი დონის პროფესიონალების მიერ და გულისხმობს მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს, საუკეთესო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციის დაცულის მოღალ ხარისხს და ინოვაციურ მიდგომებს საოპერაციო პროცესში. • hiro-ს უპირატესობებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად მოხარული ვიქნებით თუ შეხვედრა შედგება. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გეწვევათ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ასევე უპასუხებს hiro-სთან დაკავშირებულ ნებისმიერი კითხვას.

• უახლოეს პერიოდში hiro-ს შემოთავაზებებს დაემატება მრავალფეროვანი HR პროდუქტები, რომელიც ასევე ინოვაციურ და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას შემოგთავაზებთ.

გარდა სტანდარტული განთავსებისა, გთავაზობთ კორპორატიულ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს კონკრეტული დამკვეთისთვის ინდივიდუალურად მასზე მორგებული პირობების შეთავაზებას. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ hiro-სთან კორპორატიულად თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ სპეციალური პირობებით ისარგებლოთ Loialte (www.loialte.com.ge) და Loialte Prof.-ის (www.prof.loialte.com.ge) მომსახურებებზე.

hiro-სთან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე 577 65 65 97, მოგვწერეთ ელ- ფოსტაზე info@hiro.ge ან სოციალურ ქსელებში.

განცხადების განთავსება/სარეკლამო სივრცით სარგებლობა o განცხადების განთავსება hiro-ზე შესაძლებელია 2 გზით: • ავტორიზებული მომხმარებლის მიერ განცხადების უშუალოდ პორტალზე განთავსება ბლოკიდან „განათავსე ვაკანსია“, და • განცხადების შინაარსის გამოგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე info@hiro.ge, რომელსაც ჰიროს ექსპერტები განათავსებენ პორტალზე სტანდარტული ფორმით (გთხოვთ განცხადების გამოგზავნისას იხელმძღვანელოთ შაბლონით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე) • განცხადების ტექსტის მოწოდების შემდეგ, დამკვეთს ეგზავნება შესაბამისი ინვოისი და ანგარიშსწორება ხორციელდება ინვოისში მითითებულ რეკვიზიტებზე. • შენიშვნა: hiro-ს ადმინისტრაციის მიერ მოხდება განცხადების ტექსტის გადახედვა და გრამატიკული შეცდომების ან სიტყვათა წყობის ჩასწორება იმისთვის, რომ განცხადება უკეთ კითხვადი იყოს ადრესატისთვის. თუმცა, ცვლილების შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება განცხადების შინაარსი და კონტექსტი. • სარეკლამო სივრცით სარგებლობა - hiro გთავაზობთ სარეკლამო სივრცეების გამოყენებას თქვენი პროდუქტის პოპუალარიზაციისთვის. • სივრცით სარგებლობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე XXXX ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე info@hiro.ge

o რეზიუმეს განთავსება hiro ახორციელებს დასაქმების მაძიებელთა ერთიანი ბაზის ფორმირებას. ავტორიზებულ დასაქმების მაძიებლებს საკუთარი რეზიუმეს განთავსება შეუძლიათ თავად, პორტალზე არსებული ბლოკიდან „განათავსე რეზიუმე“, სადაც შესაძლებლობა გაქვთ შეავსოთ ონლაინ რეზიუმეს მარტივი ფორმა და ამავდროულად ატვირთოთ რეზიუმეს სრული ვერსია word ან pdf ფორმატებში. რეზიუმეს განთავსებით შესაძლებლობა გეძლევათ თქვენს შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს პოტენციური დამსაქმებელს, რაც თავის მხრივ ზრდის თქვენი დასაქმების ალბათობას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს კარიერულ პროფილში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ აღნიშნული ცვლილება ასახოთ hiro-ზე განთავსებულ რეზიუმეშიც.

o გარდა სტანდარტული შეთავაზებებისა, hiro კომპანიებს სთავაზობს გრძელვადიან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში იმოქმედებს ლოიალობის პროგრამა, რაც გულისხმობს როგორც ფასდათმობას განცხადებების განთავსებაზე, ასევე სპეციალურ შეთავაზებებს Loialte-ს და Loialte Prof.-ის მომსახურებებზე. o იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პრიორიტეტია ინდივიდუალური მიდგომა კლიენტებისადმი, განსაკუთრებული პირობები განხილული იქნება ყველა კონკრეტული კლიენტისთვის ინდივიდუალურად.

1. არის თუარა რეალური hiro-ზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება? • Hiro-ს ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულია კონკრეტული ინდიკატორები, რომელითაც დგინდება შეესაბამება თუარა განცხადება ჩვენს მიერ დადგენილ სტანდარტს და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება დამკვეთთან დაკავშირება და დეტალების დაზუსტება. 2. არის თუარა hiro-ზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება ვალიდური? • განცხადების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თავად დამკვეთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ყველა განცხადება ავტომატურად წაიშლება, შესაბამისად პორტალზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება არის ვალიდური. 3. დამკვეთის ანონიმურობა • თუ დამკვეთის სურვილია, რომ დარჩეს ანონიმურად, ამის შესახებ უნდა გვაცნობოთ განცხადების მოწოდებისთანავე.