დასაქმებული შრომითი უფლებები
საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული შრომითი უფლება სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა ჯგუფს მიეკუთვნება, შესაბამისად, აშკარაა მისი საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური მნიშვნელობა. შრომითი ურთიერთობის საკანონმდებლო რეგულირება პირდაპირ აისახება, ერთი მხრივ, საზოგადოებაზე - დასაქმებელთა ჯფუფზე, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის გამწევ ძალაზე - დამსაქმებლებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა შრომითი ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე, შრომითი უფლებების აქტუალობა. წინამდებარე სტატია შეეხება საქართველოს შრომის კოდექსით განმტკიცებულ შრომით უფლებებს წინასახელშეკრულებო, სახელშეკრულებო (შრომითი პირობები) და შრომითი ურთიერთობის დასრულების ეტაპებისას.